ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2021


დღევანდელი გადასახედიდან


იცი,  არასდროს
მყვარებია
საყვედურები,
ან ჩემს ცხოვრებას
განა რატომ
დავემდურები?! 
ბედმა არასდროს
დამჩაგრა და 
არც გამაბრაზა.
ყველა ჩიხიდან
გამოსავალი
შემომთავაზა.
მსუბუქ ნაბიჯით
ავიარე საფეხურები
ხან, ლხინში მოვხვდი,
ხან შარს შემოვხვდი
სიკეთესაც და 
განსაცდელს რამდენს.
გულს მხოლოდ ის მტკენს -
რომ ვეღარ ვცეკვავ
ისე ლამაზად,
როგორც ოდესღაც
შემეძლო ადრე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები