შენ ისევ აქ ხარ ნუკრისთვალებავ, თუ სხვას ეძღვნება შენი ფიქრები დილასისხამზე მოგებარება სხვისი ამბორი და მიმიხვდები რომ არ გაქვს სხვა გზა სხვა მდუმარება შენ ამას გარდა რადგან განგებამ როდესაც შეგვქმნა არ ჩაგვიფიქრა უერთმანეთოდ გადაკარგულო სახლო ჩემო, ჩემო პლანეტავ სადღაც გამქრალო მოგონებების გაცრეცილ ნისლში წადი. ვინ გიშლის წყალს გაატანე, არ დამიტოვო ერთი ზმანებაც, ყველა წაიღე შენი ბალიშის ქვეშ შეინახე, არავის მისცე თავადვე ნახე, სულ შენი იყოს არ გეგონოს, რომ დამენანება რომელიმესკენ გული გამიწევს მე უსიზმროდაც დილასისხამზე მზე ძველებურად გამომაღვიძებს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|