ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2021


უკან მოხედვისას

მე არ მივტირი,
თუ რამ წავიდა,
ან  რაც დავკარგე.
არ გაეტირო
დაკარგულსო
მასწავლა დედამ
და მხოლოდ იმით
ივსება ფიქრი
რაც ახლოსაა,
ჩემთვისაა
და რაც მახარებს,
როდესაც ვხედავ.
მე ახლაც ვბედავ,
ჯერ კიდევ გხედავ
ამ სახლის კართან
უხმოდ ჩამომჯდარს
ხელში გიტარით
იმედი მაქვს, რომ
მოიცლი ახლა
გიამბობ რაც რამ
გადავიტანე
თუმც  აღარასდროს
მეტყვი მიყვარხარ
არ მოეხსნება ამ სიტყვას ტაბუ
და დავაშენებთ უძველესსიბრძნეს,
ან საძირკველზე  სახლის წინაპრის
უფლის ნაბოძებ საცხოვრებელს, 
ათავშესაფრის ბლოკსა თუ აგურს
ჩვენც აგვიხდება რაც კი ვინატრეთ.
მე კიდევ დიდხანს ვიქნები მარტო
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს
და გადაფურცლავს ამ სულის წალკოტს
რამდენი ტურა, რამდენი ვირთხა
არ შემომრჩება წალკოტის ჩრდილიც
გასახსებებლად ან სახსენებლად
მერე გაყვება უცხო გზას შვილი
თავის ცხოვრების ასაშენებლად.
მე კი მივხვდები რომ მარტოობა
არის ძღვენიც და არის სასჯელიც
არ გამიტაცებს ტკივილით ტკბობა,
გინდაც ვნებათა კორიანტელი
რაც ვიჯახირე, ვიზეიმე, გავიხარე 
დავიტირე, შევიძინე ან და დავკარგე
რაც გავიდარე გამიავდრდა  გავიღიმე
გავიხუმრე,ან  მომიყვანა რამაც აქამდე
დავიცავი და შემოვინახე, ან გავიმეტე
გადავხიე გადავხაზედაერქმევა
იმ ყოველივეს  ორისკი არა, 
ცხოვრება ერთის მეც შემომხვდება
გამისტუმრებს და მიმითითებებს 
გამიძღვება სხვებივით ღმერთი
მარადიული სოფლის აღმართზე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები