რამდენი წელი ვიარე, ვიდრე შინამდე მოვედი სულ სათითაოდ დავთვალე, მშობლიურ სახლის მორები. რარიგად მომნატრებია მე, თქვენი ხელშენავლები დაძველებული ავეჯი წლობით ნაქონი საგანები დეკორატიულ ფაიფურს მოვეფერე და ვუთხარი თვალებმა მოისაკლისეს მამის წიგნების კარადა მისი ნაშენი ბუხარი, დედის ნაქსოვი ფარდაგი მდუმარემ ცრემლით ვიტირე დრო, რაც დავკარგე ავად და რაც კი უთქვენოდ ვფლანგე რა ძლიერ გამიჭირვებია რომ მომე ღწია აქამდის. არა ყოფილა იოლი ზღვას გემო გაუსინჯო და ქარიშხალს შუბლს რომ შეახებ ადამიანებს უამბობ აშენი სამშობლოს შესახებ. მაინც ესაა ცხოვრება ბნელში ბანცალი უჭრაქოდ. წამოგორებულს უსაქმოდ გარეთ მშობლების სახლიდან შენით ნაბიჯის გადგმა და წაფორხილება თუ გაფრთხობს შვილი გქვია თუ მუთაქა?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|