ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2021


დაჩი ზღვაზე

   

ზღვის კენჭებზე თამაშობს
დაჩი ჭრელი ბურთითა,
უცბად ტალღა მოვარდა
ერთი ბაქი - ბუქითა;

ტალღა, მერე რა ტალღა
დიდი, განა პატარა,
ნაირფერი კენჭები
თითქმის სულმთლად დაფარა.

არ იფიქროთ,  შეკრთაო
ბიჭად ბიჭი დაჩიკო,
დიდი ტალღის მუქარა
აბა მისთვის რა იყო?

ხელი მარჯვედ მოუსვა,
არ დაიბნა წამითაც,
ბურთი მაგრად ჩაბღუჯა
პაწაწინა მკლავითა.

გამოვიდა ნაპირზე
თეთრი ქაფით ნაბანი,
დაჩის მოხერხებაზე
ატყდა ერთი ამბავი.

ხედავთ, რა ყოჩაღია,
დაჩი ერთი ციცქნაო,
თავის თავს ხომ უშველა,
ჭრელი ბურთიც იხსნაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები