(რომანი ) ბავშვს სახელი ბებომ დაარქვა - ავშაგური. და, საერთოდაც, ბებო იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მის ამ ქვეყნად მოვლინებაში მონაწილეობდა. ბებომ გასწია ბებიაქალობა და ავშაგური ბაგაში არა, მაგრამ გომურში კი დაიბადა იმტომ, რომ ასეთი წესი იყო - მელოგინეს სახლიდან მოშორებით უნდა ემშობიარა. ასე ხდებოდა მთელ ხეობაზე და თამარმაც, ავშაგურის დედამაც, ასე იმშობიარა. ამაში არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი უცნაურობა: პატარა ავშაგურს, შავგვრემანსა და სვილისფერს, მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა შუბლზე, ოღონდ იმაზე დიდი და ფართო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ბავშვებს აქვთ ხოლმე. ეს ამბავი არც დედას გახარებია და არც ბებო-ბებიაქალს, მაგრამ შვილის უარყოფა მთაში დიდ ცოდვად ითვლებოდა და ამიტომ არცერთს არაფერი უთქვამს. ბებომ ჩვილი ძუძუს მოსაწოვებლად დედას გადასცა და თავად კი სახლში წავიდა უდიასახლისო ოჯახის მისახედად. "თამარს არაფერი გაუჭირდება, - ფიქრობდა სახლისკენ მიმავალი მოხუცი, - ეს ხო მეოთხე შვილია მისთვის. ვადებულიც არის თავის თავს თავადვე მიხედოს." - ბიჭია! - მიმართა სახლში შესულმა ბებომ ბერს, ავშაგურის მამას, თავის ერთადერთ ვაჟიშვილს, - ბიჭია, ოღონდ შუბლზე ერთი თვალით. - როგორ თუ ერთი თვალით?! - გაკვირვება ვერ დამალა ბერმა და დედას ისე შეხედა, თითქოს ეს უკანასკნელი მისი მტერი ყოფილიყოს და განგებ ისეთ რამეს ეუბნება, რომ საერთოდ გაწონასწორებული კაცი მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოსო. - ერთი თვალი აქვს შუბლზე, მორჩა და გათავდა! - მკაცრი და შემტევი იყო დედის ხმა, - ეგ არის თქვენი შვილი, რაც გააკეთეთ, ის გაჩნდა. ბერმა ერთხანს ვეღარაფრის თქმა მოახერხა, იმდენად უცნაურად და ელდისმომგვრელად მოეჩვენა საკუთარი მშობლის სიტყვები. ხის უხეშად გაჩირკნილი ტახტიდან ფეხზე წამოდგა და სათუთუნეს დაუწრო ძებნა შეჭვარტლული ბუხრის ზედა თაროზე. თუთუნი იოლად იპოვა და ყალიონიც მარჯვედ მოიმზადა, მაგრამ სიტყვის თქმა კი ისევ ვერ გაებედა. და ანკი რა უნდა ეთქვა? დედა მართალი იყო - რაც გააკეთეთ, ის გაჩნდაო - მძიმე ბეჭედივით რომ დაუსვა თავის ერთას. ბერმა ყალიონს მოუკიდა, თუთუნი გააბოლა და ოთახის კარები გამოხსნა, ალბათ ან იმიტომ, რომ ვითომ ბოლი გარეთ გავიდესო და ან კიდევ სულაც იმიტომ, რომ გარედან შიგნით ცოტა გრილი ჰაერი მაინც შემოსულიყო და ოდნავი მხნეობა მაინც დაებრუნებინა სასოწარკვეთილი მამისათვის. - ეგ ან ეშმაკის საქმეა, ან ღვთისა, - დაარღვია სიჩუმე ისევ მოხუცმა, - ნიშანი კია რაღაცის და... ბერმა არ იცოდა, რა ეპასუხა დედის ნათქვამზე, ამიტომ ისევ ყალიონს მიემარჯვა, მაგრამ განა როდემდე შეეძლო ამდენი ემოციით ლამის გასკდომის პირამდე მისულ გულს გაძლება? - რაც არის, ეგ არის, ჩემო დედი, - უხალისოდ დატკეპნა მან ეს სიტყვები, - უგანგებოდ არც რამე ხდება დედამიწაზე... შვილია და უნდა გავზარდო... - ცხადია, უნდა გაზარდოთ!, - კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა დედას, - მერედა, ან ვინ იძახის, რომ არაო? მერე რა, რომ ცალი თვალი აქვს, ზოგი, საერთოდ, ბრმა იბადება, ან თვალებიც ორივე ადგილზე აქვს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავს... მთავარია ჯანმრთელი იყოს. დედა-შვილის საუბარმა უღიმღამო ხასიათი მიიღო, უმეტესად ხანგრძლივი პაუზებით პასუხობდნენ ერთმანეთს, ამიტომ ისე, რომ ვახშამიც კი არ უხსენებიათ, თავთავიანთ ტახტებზე მიწვნენ და ბოლოს სულაც შეწყვიტეს ლაპარაკი. ბუხარშიც მიინავლა ცეცხლი. ოთახში სრული სიბნელე გამეფდა და მალე მოხუცის სუსტი და ბებრული ხვრინვა გაისმა საბედისწერო მყუდროებაში. გარეთ ეზოში ოქტომბრის ცივი ქარი დაქროდა, ისეთი აბეზარი და მოუსვენარი, როგორიც დღესაც იცის ილტოს ხეობის ამ სოფელში - ბუხრევში. ცაზე შავი ღრუბლები ერთმანეთს გადახვეონენ, გადანასკვოდნენ, გადაბურვოდნენ და წამირადაც კი არ აძლევდნენ საშუალებას მთვარეს ცხვირი გამოეყო ამ კუნაპეტი საბურველიდან, რომ მცირე ხნით მაინც გაენათებინა ჩაკურუმებული სამყარო. ბოლოს ამ შავმა და გულ-მუცელ არეულმა ღრუბლებმა ერთი ძლიერად დაიგრუხუნეს და ისეთმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა, რომ ბერის ფიქრებიც კი, ასე შემჭიდროვებულნი და მიგვირისტებულნი პატრონის სამშვინველს, მოულოდნელი ხმაურისაგან უსისტემოდ გაიფანტნენ და ხვალინდელი დღის საწიერს შეეტმასნენ. გომურში დარჩენილ თამარს ჩვრებში თბილად შეხვეული ავშაგური გვერდით მიეწვინა და მშვიდად ეძინა. დედა-შვილის მსუბუქსა და სასიამოვნო სუნთქვას მხოლოდ საქონლის უხეში ფშვინვა თუ არღვევდა. 1922 წლის შემოდგომური ღამე იდგა ბუხრევში და წვიმიან კუნაპეტს მარღი კამეჩივით იცოხნიდა. მძინარე სოფელს კი, აბა, რა უნდა მოჰკითხვოდა იმაზე მეტი, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, სათქმელი ხვალინდელ დღეს, მზესა და სინათლეს უნდა ეთქვა.
* * * * *
მეორე დღე, ოქტომბრის 21, მზიანი დილით გათენდა. შორს, კავკასიონის მწვერვალებზე, იმ ღამით კარგა გვარიანად მოეთოვა და ახლა, სინათლის სხივებზე, მასარისა და ნაქერალას თეთრი ხერხემლები კრაველის აგრამანტივით ბზინავდნენ, ელვარებდნენ, თვალს ჭრიდნენ მხილველს. ფოთლებისაგან განძარცული ტყე ქვრივების უტყვი და ურიცხვი ლაშქარივით გარინდულიყო და ყურს უგდებდა მდინარის მოუწყინარ ხმაურს. ის კი, მდინარე, დაპატარავებული, წყალშემეჩხერებული ილტო, ჯიუტად მიუყვებოდა თავის ქვა-ღორღიან კალაპოტს და თითქოს წინასწარ ამოიმღეროდა გოგია ჭიჭოშვილის ჯერაც დაუწერელ სტრიქონებს, რომლებსაც ზუსტად ასე უნდ ეჟღერათ: ილტოვ, ცრემლებად ნადენო, სადრა-რა მიიჩქარია? თუ ბარი მოგწონს, ტიალო, მთებიც ხომ შენი მხარეა... მართალია, მზე ძალუმადაც ანათებდა და სხივებიც ხალისიანად ეფინებოდნენ ბუხრევის მთა-გორიან ფერდობებს, მაგრამ დილა მაინც გრილი იყო, ცივიც კი. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ნამდვილ ზამთრამდე დიდი დრო აღარ დარჩენილიყო. ბერის ოჯახობას უკვე კარგა ხნის წინ გამოეღვიძა, თუმცა ეს გამოთქმა მთლად სწორიც არ არის, რადგან... როდესაც ამ უკანასკნელმა საეჭვოდ შეგვიანებულ დედას გამოფხიზლებისაკენ მოუწოდა, მოხუცს პასუხი არ გაუცია შვილისთვის, გვერდიც კი არ მოუქცევია. "ეძინოს, მოხუცია!" - გაიფიქრა ბერმა თავისთვის და ბუხრისაკენ წავიდა, აგურის ფილაქანზე ცალი მუხლის თავზე ჩაიჩოქა, ნაცარში შეხვეული ცეცხლი შეშის ნაჭრით გამოჩხრიკა, ღადარი ცენტრში გამოაგროვა და ნაფოტ-ნამწვავი ნიგზურებით ცეცხლი გააჩაღა. ცეცხლის დანთებას რომ მორჩა, ფეხზე წამოდგა, საჯალაფო დიდ ტახტზე ერთიმეორის მიყოლებით მწოლ, მატყლის ქვეშაგებში გამოხვეულ თავის უფროს ქალიშვილებს მზრუნველად შეავლო თვალი და თუთუნ-ყალიონმომარჯვებული კარში გავიდა. "ქალებმა ვერც კი გაიგეს, ძმა რომ გაუჩნდათ!"- გაიყოლა ფიქრი ეზოში გასულმა მამამ და თამბაქოს კვამლი დილის სუფთა ჰაერს გულუხვად შეარია. ბერი, რა თქმა უნდა, გომურში მოლოგინე ცოლისკენ არ წასულა, იგი, იქვე, ეზოს გადაღმა მხიარულად მოჩხრიალე ნაკადულისაკენ გაემართა და ცივი წყლით ხელ-პირი გადაიბანა. არ გაევლო სულ ათიოდე წუთსაც კი, რომ სახლიდან უფროსი ქალიშვილის, ანამზისას ძახილი მისწვდა ბერის ყურთასმენას: - მამა, მამიი... წამოდი სახლშიიი... - სასოწარკვეთილი ძახილი იყო, მოულოდნელი, შემაძრწუნებელი და უჩვეულო. შინ შესულ ბერს სამივე ქალიშვილი ატირებულ-აცრემლებული და შიშისაგან თვალებგაფართოებული დაუხვდა: - ბებო მკვდარია... აღარ სუნთქავს... - ლუღლუღებდნენ ბავშვები და ოთახის ერთ კუთხეში ისე მიყუჟულიყვნენ, როგორც ალალისაგან დამფრთხალი მწყრის ხუნდები მიემცირებიან ყველაზე უიმედო თავშეასაფარსაც კი.
* * * * *
მაგრამ ეს ტრაგიკული მოულოდნელობით გათენებული დღე მხოლოდ ბერდედის ასეთი უცნაური აღსასრულით არ ამოწურულა. კიდევ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც ჩაბანოელ მკითხავსა და ქადაგს, მართა მარაულს, მისნურად ათქმევინა თავისი საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები: - ოოოო, ლაღო ლაშარის ჯვარო და გმირო კოპალავ, ვხედავ, იდუმალების მაცნე ცალი თვალითა და საკუთარი სისხლის უბედურებით მოდის-ო.
( გაგრძელება იქნება )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მე ეს უკვე წავიკითხე ადრე !!!! ამ საიტზე !!! :) კაია მე ეს უკვე წავიკითხე ადრე !!!! ამ საიტზე !!! :) კაია
25. ძალიან დამაინტერესა. ძალიან დამაინტერესა.
24. ვაიიი, აი სად გავიჭედე :((
ხოო, იმედია, რომანი რომ დამთავრდება მაშინ არ გაფუჭდება ჩემი პრინტერი :))
12 საათში არა, ცოტა მეტ საათში ჯობია :D D:
პატივისცემით, განდი. არწივი. ვაიიი, აი სად გავიჭედე :((
ხოო, იმედია, რომანი რომ დამთავრდება მაშინ არ გაფუჭდება ჩემი პრინტერი :))
12 საათში არა, ცოტა მეტ საათში ჯობია :D D:
პატივისცემით, განდი. არწივი.
23. მაჰათმა,მე რასაც ვამბობ იმას ვასრულე აუცილებლად და იცოდე მოგიწევს შენც სიტყვის შესრულება...:D
ე.ი შევთანხმდით,როდესაც დასრულდება დადება,მაქსიმუმ დადებიდან 12 საატში კომენტარები იდება...:)
აბა წარმატებები და იმედია ვისიამოვნებთ ამ რომანით...:)
:) მაჰათმა,მე რასაც ვამბობ იმას ვასრულე აუცილებლად და იცოდე მოგიწევს შენც სიტყვის შესრულება...:D
ე.ი შევთანხმდით,როდესაც დასრულდება დადება,მაქსიმუმ დადებიდან 12 საატში კომენტარები იდება...:)
აბა წარმატებები და იმედია ვისიამოვნებთ ამ რომანით...:)
:)
22. ჯალალი, შენი გზა მიმაჩნია მე ოპტიმალურად, დიდი მოცულობის ნაწარმოებების კითხვისას,, :D
მოკლედ, მოვალ ისევ აქ :D
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. ჯალალი, შენი გზა მიმაჩნია მე ოპტიმალურად, დიდი მოცულობის ნაწარმოებების კითხვისას,, :D
მოკლედ, მოვალ ისევ აქ :D
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
21. როდესაც დასრულდება,ბ-ნ მიშა,ამოვბეჭდავ და ერთიანად წავიკითხავ ასე მირჩევნია...:)
:) როდესაც დასრულდება,ბ-ნ მიშა,ამოვბეჭდავ და ერთიანად წავიკითხავ ასე მირჩევნია...:)
:)
20. რამდენი დამიკარგავს, აქამდე რომ ვერ მოვახერხე წაკითხვა.
რამდენი დამიკარგავს, აქამდე რომ ვერ მოვახერხე წაკითხვა.
19. მშვენიერია, სავსე, ფაქიზი და თან ინტრიგა... ანუ ველი გაგრძელებას...:) მშვენიერია, სავსე, ფაქიზი და თან ინტრიგა... ანუ ველი გაგრძელებას...:)
18. პროზაშიც ისეთივე განუმეორებელი ხარ, როგორც პოეზიაში :) ცოტა არ იყოს კი შემაშინა ამ ცალთვალა არსებამ, მაგრამ უცნაურობა მჭიირს, რაც მაშინებს ის მიზიდავს კიდეეც :)) ხოდა დროზეეეეეეე :) შემდეგი თავიი :P პროზაშიც ისეთივე განუმეორებელი ხარ, როგორც პოეზიაში :) ცოტა არ იყოს კი შემაშინა ამ ცალთვალა არსებამ, მაგრამ უცნაურობა მჭიირს, რაც მაშინებს ის მიზიდავს კიდეეც :)) ხოდა დროზეეეეეეე :) შემდეგი თავიი :P
17. ნაღდად მაგარია! ნაღდად მაგარია!
16. ძალიან საინტერესოა, მალე იყოს გაგრძელებააააა. ძალიან საინტერესოა, მალე იყოს გაგრძელებააააა.
15. თუ ასე გააგრძელე და ინტრიგას უმატე, მშვენიერ რომანს მივიღებთ ბოლოს...:)) თუ ასე გააგრძელე და ინტრიგას უმატე, მშვენიერ რომანს მივიღებთ ბოლოს...:))
14. ყოჩაღ მიშა! შენ შეძელი და დამაინტრიგე...:)) ყოჩაღ მიშა! შენ შეძელი და დამაინტრიგე...:))
13. მოვიხიბლე, მიშა !!!!! ;;) მოვიხიბლე, მიშა !!!!! ;;)
12. ჩემთვის მოულოდნელია შენი პროზა! ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, ფორმის, ლექსიკის და სხვადასხვა მხატვრული კომპონენტის მხრივ. ასე ნუ გამტანჯავ, ნაბეჭდში გაცნობა მირჩევნია!! ჩემთვის მოულოდნელია შენი პროზა! ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, ფორმის, ლექსიკის და სხვადასხვა მხატვრული კომპონენტის მხრივ. ასე ნუ გამტანჯავ, ნაბეჭდში გაცნობა მირჩევნია!!
11. მიშა ეს რომანი იბეჭდებოდა სადმე? საიდანღაც მეცნობა. ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. 5 მიშა ეს რომანი იბეჭდებოდა სადმე? საიდანღაც მეცნობა. ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. 5
10. 555ავშაგური 555ავშაგური
9. მძინარე სოფელს კი აბა, რა უნდა მოჰკითხვოდა იმაზე მეტი, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, სათქმელი ხვალინდელ დღეს, მზესა და სინათლეს უნდა მძინარე სოფელსეთქვა. აღწერები ძუნწი და სრულად ყველაფრის მთქმელი...კლასიკა...(არაფერს არ ვაჭარბებ...) 555555 მძინარე სოფელს კი აბა, რა უნდა მოჰკითხვოდა იმაზე მეტი, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, სათქმელი ხვალინდელ დღეს, მზესა და სინათლეს უნდა მძინარე სოფელსეთქვა. აღწერები ძუნწი და სრულად ყველაფრის მთქმელი...კლასიკა...(არაფერს არ ვაჭარბებ...) 555555
8. მაგარია, გაგრძელებას მოუთმენლად ველი. მაგარია, გაგრძელებას მოუთმენლად ველი.
7. საინტერესოა. . . შუბლზე ერთთვალიანმა არსებამ, ადრე წაკითხული გამახსენა. . . ოღონდ ის ქალი იყო, ბედნიერება ერქვა და თვალიც თავზე ჰქონდა. შვილი დაეკარგა და იმის ძებნაში მთელი სამყარო შემოიარა. . . არადა ამას სახელიც ისეთი აქვს. . . უკვე მენანება ამ რომანის გმირი, მაგრამ დაველოდები. . . საინტერესოა. . . შუბლზე ერთთვალიანმა არსებამ, ადრე წაკითხული გამახსენა. . . ოღონდ ის ქალი იყო, ბედნიერება ერქვა და თვალიც თავზე ჰქონდა. შვილი დაეკარგა და იმის ძებნაში მთელი სამყარო შემოიარა. . . არადა ამას სახელიც ისეთი აქვს. . . უკვე მენანება ამ რომანის გმირი, მაგრამ დაველოდები. . .
6. მოვიხიბლე, ინტერესში ჩავვარდი, ველოდები გაგრძელებას:) მოვიხიბლე, ინტერესში ჩავვარდი, ველოდები გაგრძელებას:)
5. - ბებო მკვდარია... აღარ სუნთქავს... - ლუღლუღებდნენ ბავშვები და ოთახის ერთ კუთხეში ისე მიყუჟულიყვნენ, როგორც ალალისაგან დამფრთხალი მწყრის ხუნდები მიემცირებიან ყველაზე უიმედო თავშეასაფარსაც კი. ... ასეთი ხედვა და მიგნებები ამშვენებს ამ ნაწარმოების მშვენიერ დასაწყისს.დიდი ინტერესით მოველ გაგრძელებას.
- ბებო მკვდარია... აღარ სუნთქავს... - ლუღლუღებდნენ ბავშვები და ოთახის ერთ კუთხეში ისე მიყუჟულიყვნენ, როგორც ალალისაგან დამფრთხალი მწყრის ხუნდები მიემცირებიან ყველაზე უიმედო თავშეასაფარსაც კი. ... ასეთი ხედვა და მიგნებები ამშვენებს ამ ნაწარმოების მშვენიერ დასაწყისს.დიდი ინტერესით მოველ გაგრძელებას.
4. ძალიან მომეწონა! ბერი-ეს სახელი მიყვარს. ძალიან მომეწონა! ბერი-ეს სახელი მიყვარს.
3. მომეწონა. გადმოცემის უნარი და მოვ;ლენათა განვითარება მაგარია :) მომეწონა. გადმოცემის უნარი და მოვ;ლენათა განვითარება მაგარია :)
2. მეც ძალიან მომეწონა თამარ!!! არ შემიძლია არ დაგეთანხმო. აღფრთოვანებული დავრჩი!!! შემიძლია თამამად განვაცხხადო: - ეს ადამიანი მწერალია!!!
არაჩვეულებრივი სიტყვათა მარაგი და დიალექტიკა...
ყოჩაღ მიხეილ!!!
5555555555555555555555555555 მეც ძალიან მომეწონა თამარ!!! არ შემიძლია არ დაგეთანხმო. აღფრთოვანებული დავრჩი!!! შემიძლია თამამად განვაცხხადო: - ეს ადამიანი მწერალია!!!
არაჩვეულებრივი სიტყვათა მარაგი და დიალექტიკა...
ყოჩაღ მიხეილ!!!
5555555555555555555555555555
1. ბრავო, მიშა! ჩემმა რომანმა წერის იშტაზე მოგიყვანა? ძალიან მომეწონა! 5 ბრავო, მიშა! ჩემმა რომანმა წერის იშტაზე მოგიყვანა? ძალიან მომეწონა! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|