ავტორი: ლუბა ელიაშვილი ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2021
ყოფნა, არყოფნის შემყურეს
აქვს ზედაპირი სარკისებური წყალს და მიელტვის მას ოფელია. თავად სიკვდილიც კმაყოფილია,- მან უკვე იცის სარკის ფსკერზე რომ დააბინავებს, მიხედავს როგორ სიყვარულისთვის თავშეწირულ კიდევ ერთ გოგოს.