ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2021


სიყვარულისა და ბავშვური გატაცებების შესახებ

სკოლაში, ბიჭი
მიყვარდა,
კეთილთვალება,
ღმერთივით.
და სიყვარულიც
მინახავს -
ლექსებად
ამოხეთქილი.
მწამს
სიყვარულის
თავხედის
და სიყვარულის
ალალის -
გაშლილი
ფრთების
სინათლით
ლურჯი ცის
გადამფარავის.
იმ სიყვარულის
არ მწამდა -
ერთგულებას
რომ
აძალებ.
თუ
ერთგულება
არ ახლავს,
იმ გატაცებას
აბრალებ,
რომ იგი
სიყვარულია,
ან გრძნობა
არის 
საერთოდ.
სიყვარულს
არ შეუძლია
ვინმეს
ტკივილით
გაერთოს.
არ შეუძლია
სიკეთეს
ვინმესთვის
იყოს ბოროტი.
ვინც
სიყვარული
შეიცნო,
ერთგული
რჩება
ბოლომდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები