ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2022


ფანდურზე ნამღერი

შენს ეზოში ახლა 
უკვე მოლია.
მე კი აქ სახეს
მისუსხავს
ნამქერი.
მთას
რომ ამოხედავ -
თოვლიანს,
რაღას
მეკითხები
-  რატომ
დავთვერი,
ან, რატომ
ვერ
ვუძლებ
სიცივეს,
ასე, მარტოკაცი
რადა ვარ?
შენი
მენატრება
სიცილი,
მელოდება
მიშვებული
სადავე,
ჩემი ცხენის,
ბერმუხაზე
მიბმულის.
ფიქრმა ისევ, 
მაქეთ რომ
არ წამიღოს.
ლურჯას
რომ არ
მოვახტე და
მოვქროლდე,
შენ კი,
გაბუტულმა,
კარი კვლავ
არ გამიღო,
მაინც
ვერ დავადე
ბოქლომი
გულს და
მაგიტომაც
დავთვერი.
ბარში,
ველ-მინდვრებზე,
შენთან,
მწვანე მოლია.
მე რომ  სულს
მიკაწრავს
ნამქერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები