ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2022


1002-ე ღამის ზღაპარი

ჯერაც  ვერ მივხვდი
ავაზაკია
ჩასაფრებული 
ის, თუ ავაზა
დაძაგრული
და შემართული ,
თავისი მსხვერპლის
გასაკიდებლად.
ყოველდღე ვხედავ
ფადიშაჰის
ბაღის კიდესთან
სეირნობს ხოლმე,
ათვალიერებს
დაგმანულ სარკმელს,
თითქოს დაკარგულს
დაეძებს სატრფოს.
თვალს აპარებს
ჰარამჰანის
ცხაურის მხარეს.
ვინ შეიფარებს
დარაჯები
თუ შენიშნავენ?
თუ დაიჭერენ
ვინ შეიბრალებს?!
ნეტავ ის მაინც
თუ დაიტირებს
ვის სიყვარულსაც
შეეწირება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები