ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2022


ჩემი არჩევანი

მეცნიერებმა
დაადგინეს:
სხვა ხის ტკივილი
ტკივათო ხეებს.
განიცდიან,
თანაუგრძნობენ.
როცა ხეს ჭრიან,
მთელი ტყე ღელავს.
ჩვენ კი, რა გვჭირს
ადამიანებს?
თანამოძმის
მოკვდინება
რომ შეგვიძლია
საზღვრის,
ან ღობის
გადასაწევად.
თუნდაც
სიტყვისთვის, -
პირიდან ავად
რომ ამოუშვა
ჩვენივე
მსგავსმა?
ან ის რად
ცდილობს,
სიტყვით
რომ დაჭრას,
დააზიანოს
თანამოძმე,
რა უხარია?
მერე კი გვიკვირს -
რად ცხოვრობენ
ასე დიდხანს
მიწის შვილი
დიდი ხეები.
ისინი სხვასაც
აცოცხლებენ
თავის
სიცოცხლით,
გვჩუქნიან
ჰაერს
ადამიანს,
ნადირსაც 
და პაწია
მწერსაც.
მშვენიერია
მათი სამყარო.
ხეების სახლი
დედამიწაა
ბურთივით
მრგვალი.
არ აქვს 
საზღვარი,
ანუ კედელი
მათ სახლს.
ცის ჭერზეც
მზე ჰკიდია
ბრწყინვალე
ჭაღად
მაშ, გიკვირთ
რაღად
ცხოვრებას
ლაღად
მე, მყოფმა
საღად
ხედ გაჩენა,
რომ ვამჯობინე.
  ეს ვინატრე და...
გავშეშდი უცებ,
ცოტა გავხევდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები