ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2022


ხეტიალი

მე ის გზაც მიყვარს,
რომელსაც სხვისი
წარმოდგენით,
არსად მივყავარ.
ამ გზით სიარულს
უწოდებენ ხოლმე
ხეტიალს და 
თან კნინობით
ზედსართავსაც  -
სიტყვას"უმიზნო“.
დაამატებენ
არ მჯერა, 
თითქოს გზა
იმისთვის
მოგვცა
განგებამ,
მუდამ ათიანს,
ან წარმატებას,
რომ დავუმიზნოთ
და დავინახოთ
ვინ გაიმარჯვებს,
ფინიშამდე 
ვინ ვის მიასწრებს
ვინ გამოდგება
უფრო ძლიერი,
კვარცხლბეკზეც
სხვაზე მაღლა
დადგება.
დროში, სივრცეში
მოძრაობის მიზანი, 
მხოლოდ ესაა 
განა და არა
ის, რაც გზად
შემოგვხვდება?
იცი, რომ ზოგჯერ
ასეც მოხდება
შინდაბრუნება
და ფინიშის კვლავ
სტარტთან შერწყმა,
მერე თავიდან
გზაზე შედგომაც, -
არის მიზანი
სიარულისა.
"მოგზაურობას"
უწოდებენ
ისეთ ხეტიალს,
რომლის ფინიშიც
ისევ სტარტია
თავგადასავლის
ძიებაა ხეტიალი
მისი მსგავსია
ჩვენი ცხოვრებაც.
ნუ გეშინია!
წამო, ერთად
ვიხეტიალოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები