ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2022


ორი სიმღერა სანოტო რვეულიდან

1) მოგზაურის სიმღერა
თუ, სადმე არის
გზა, რომელიც
შენთან მომიყვანს
თუ ნებავს უფალს,
რომ ჩვენ ისევ
შევხვდეთ
ერთმანეთს
უნდა მოგიყვე
იცი რა ძლიერ
მინდა მოგიყვე
ეს ჩემი გული
უშენოდ
რამძიმედ
ფეთქავდა
როგორ მაფრთხობდა
აქაური
ორომტრიალი
და შენს გარეშე 
ოხერტიალიც
რა სასტიკად
მსჯიდა ამინდი
ვერ მოგაგენი,
განამართლა
ნახვა არ მინდა
ბევრი გეძებე,
უმისამართოდ 
ვიხეტიალე
2) მეზღვაურის სიმღერა
ქარბორბალა
ბობოქრობდა
იალქნების
გარშემო
გემიც უგზოდ
მიმოქროდა
ქარმა თუ
შეაშინა
მარტოდმარტო
დაგეძებდი
და ვეღარსად გიპოვე
რომ იცოდე რა ძნელია
ჩემთვის შენი სიშორე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები