ბერდედის დაკრძალვა ხუთშაბათს მოხდა. ამ დღისთვის შიმშერაულების ოჯახში უამრავი ხალხი მოვიდა: აქაური წესის თანახმად, დაკრძალვაზე ლამის მთელი ხეობის მოსახლეობამ მოიყარა თავი. ჩამოვიდნენ არაგვისა და ივრის ხებიდან ნათესავ-ახლობლები. ამოვიდნენ კახეთიდანაც, დედაქალაქიდანაც კი. ეზო სავსე იყო სხვადასხვა სტილისა და გემოვნებით მორთულ-მოკაზმული ადამიანებით, რომლებიც დიდ ან პატარა ჯგუფებად იდგნენ და ერთმანეთში მასლაათობდნენ: ფშავლები, რომლებიც მოსულთაგან უმრავლესობას შეადგენდნენ, ტალავარებსა და ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილიყვნენ; ხევსურებს მოსირმული, ჯვრიანი ჯუბები ეცვათ; კახელებს - ასევე ჩოხები; იყვნენ, მოსულთა შორის, ევროპულად, ქალაქურად ჩაცმულ-დახურულნიც, ტროსტებით, ცილინდრებითა და დრაფის პალტოებით. ტრადიციულად აღკაზმულ მამაკაცებს აუცილებლად ერტყათ ქამარ-ხანჯლები და უმეტესობა იმდროის ფშაველი მამაკაცის განუყრელ ატრიბუტს - ყალიონს აბოლებდა. სტუმართა შორის იყვნენ პანკისელი ქისტები, რომლებიც შიმშერაულების გვარს ადრიდანვე ენათესავებოდნენ და ილტოს ხეობაზე, სოფელ საბუეში, ამ ათიოდე წლის წინათ ჩამოცახლებული ოსები, რომლებსაც სწორედ განსვენებული ბერდედის წყალობითა და სათნოებით მოეპოვებინათ მირონით გამტკიცებული კავშირი ამ მადლიან ოჯახთან. სახლში, ძირითადად, ქალები განთავსებულიყვნენ: ნაწილი იმ ოთახში იჯდა, სადაც მიცვალებული ესვენა, ნაწილი სხვა ოთახებსა და დერეფანში. მიცვალებულთან მყოფი შაოსანი ქალები ტიროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერდედა უკვე ას წელს გადაცილებოდა, გლოვა მაინც დიდად ზარიან-ზაფრიანი გამოდიოდა. და ეს მაშინ უფრო საგრძნობი ხდებოდა, როდესაც მოტირლად ახალგაზრდა, ან ახალი მიცვალებულის პატრონი შემოვიდოდა ცხედართან. - ავაიმეე, ჩემო ბერდედოო, - მიატირა ერთმა შაოსანმა და ბერდედის კუბოს ისე გადაემხო, როგორც სანეტარო რამ საგანს, ნივთს, რომელსაც, მისი აზრით, ალბათ, ამ უკანასკნელის ცხელი სუნთქვა უნდა წაეყოლიებინა საიქიოში, - წახვედიი... მოგწყინდა განა ყურება ამ დაწყევლილი ქვეყნისაა!... ისაგზლე ჩემი ცრემლები, ქალოო, და გადამიფრქვიე ჩემს პირნათელ ძმას, ჩემს საყვარელ თაჩოს, მტრის ხელით გაქშერებულსა და უღმერთოდ მოკლულს... მიმიწვდინე, შავი სამარისკენ პირმიბრუნებულო, ჩემს ოცდახუთი წლის, ბოლომდე გაუღიმარ ძმას ეს გლოვა-ტირილი, ეს გულის საკირიდან გადმოსხლეტილი ცეცხლის მარგალიტები, გულზე დააბნიე, ჩემს უბედურს და ემშობლე,ბერდედოო... უპატრონეეე... ავაიმეე, ქალებოო, როგორ ამოგლეჯას მთხოვს მთელი შიგნეული, როგორ ძნელი ყოფილა ცხოვრებამოუწეველი ძმის სმუდამო ბნელეთისაკენ გასტუმრებააა... ავაიმეე... ავაიმეეე... მოზარის ტირილს იქ მსხდომი ქალები ხმამაღალი ამოქვითინებით, ამოგმინვით, ამოოხვრით შიგადაშიგ ბანს აძლევდნენ და ატმოსფერო ისეთი ბლანტი ნისლით იფინებოდა, რომ იფიქრებდი კაცი, ეს სახლი და ოთახი ზემოთ, დედამიწაზე კი არა, სადღაც ქვესკნელის ლაბირინთშია ჩაფლული, ხოლო ეს ქალები ცოცხალი ადამიანები კი არა, სიკვდილის მარადიული მდალობლები არიან სამყაროს ქვედა, იდუმალი შრეებიდანო. მგლოვიარე დედაკაცებს შორის იჯდა ჰანნაც. მასაც, აქაური ქალებივით, შავი ტანსაცმელი ჩაეცვა, შავი თავშალი მოესხა თავზე და ცდილობდა, როგორც შეეძლო, მწუხარების ამ მისთვის ესოდენ უცნაურსა და ამზრზენ ქორალში როგორმე ბუნებრივად ჩაწერილიყო. ის არავის იცნობდა, ამიტომ თავისთვის ჩუმად იყო და უჩვეულო სანახაობას მდუმარედ ადევნებდა თვალს. მას ყველა მომსვლელ-წამსვლელი, თუმცა შეუმჩნეველი, მაგრამ ინტერესიანი მზერით გაჰკრავდა თვალს და სამუდამოდ იბეჭდავდნენ მეხსიერების დიდ დავთარში საკვირველი სილამაზის უცხო სურათს: თეთრ, სათუთ სახისკანს, ფართე, თაფლისფერ თვალებს, რომელთა პროპორციულ კალმებსაც შავი ხილაბანდიდან მალი-მალ გამორღვეული ღია წაბლისფერი თმის ტალღემი ალერსით გამოეტანებოდნენ ხოლმე, სწორ, ელინურ ცხვირს, ატმის ფურცელივით გამობუტულსა და მონიავე ტუჩებს, ზომიერ ნიკაპს, მაღალ შუბლს და თავის პროპორციულ ოვალს, რომელსაც რაღაც არაბუნებრივად შემოხვეოდა შავი სამგლოვიარო მანდილი და ეს პარადოქსული შეხამება უფრო საზეიმოდ წარმოაჩენდა ამ შორეული ტომის სილამაზეს, ვიდრე - სამგლოვიაროდ. სასაფლაოსაკენ მიმავალ პროცესიას გზად პირჩამოღამებული დღე მიაცილებდა. დილიდანვე რაღაც არეული, ჟინჟღლიანი და ცრიატი ამინდი გამოვიდა. ღრუბელთა დიდრონი ფარტენები მოუხეშავი აქლემებივით დაიზლაზნებოდნენ ზეცის ჩამოდაბლებულ თავანზე და ისედაც დამგლოვიარებულ ხეობას კიდევ უფრო უხალისოსა და ნაღვლიანს ხდიდნენ. სოფლის სასაფლაოსაკენ გაწალიკებულ ბილიკზე შემდგარ პროცესიას ჩვენთვის უკვე ნაცნობ გედევან შიშმელიაშვილთან ერთად იორდანე ილდაკნელისა და პეტრე პაპიშვილის მცირე, გმოცალკევებული ჯგუფიც მისდევდა. ეს სამეული ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა: სამხედრო ყაიდაზე იყვნენ მორთულნ-მოკაზმულნი, ისე, რომ იარაღებიც კი თან ჰქონდათ. ისინიც, როგორც სხვა დანარჩენები, ერთმანეთში უხმაუროდ საუბრობდნენ: - მაინც რა უცნაურობაატეხილი და ჭორ-მართლიანი ხალხია ეს შიმშერაულები, - ამბობდა დაბალი ტანის, ცხვირზე წითელმეჭეჭებიანი პეტრე პაპიშვილი და თან ყავარჯენს ებჯინებოდა. პეტრე ამასწინათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთ-ერთი შეტაკებისას ფეხში დაჭრილიყო და ახლა უჯოხოდ სიარული უჭირდა, - მაინც რა ეშმაკის თესლითა და ძალით გააჩინა ნეტავი თამარმა ის ერთთვალა ბალღი?.. - ბოროტების ნაყოფია, სხვა რა უნდა იყოს?.. - თავისი აზრი გამოთქვა იორდანე ილდაკნელმა, ასე ოცდაექვსი-ოცდაშვიდიოდე წლის, ნახევრად ქოსა, სპარსულ ყაიდაზე მეჩხერღინღლიანმა, მაღალმა, გამხდარმა კაცმა, - ხო ვიცით, რა ხალხიცაა... - მე ეგ არ მანაღვლებს. თუნდ სულაც გადაშენებულან შიმშერაულები, - გამოეხმაურა მეგობრებს გედევანი, - თქვენ ის თქვით, ეგ გერმანელი ქალი საიდან და რისთვის გაჩნდა აქ!?. რა უნდა?.. ეს უკვე მოულოდნელობა იყო პეტრესა და იორდანესთვის. გაუკვირდათ მეგობრის ნათქვამი და თან რაღაც შიშმაც გაურბინა ორივეს გონებაში - "როგორ ვერ შევიტყვეთ თავის დროზე? ვინ გვაპატიებს?" - მაგრამ რა უნდა ექნათ? ისევ გედევანს მიაშტერს დაბნეული მზერა. - ვინ გერმანელი ქალი?.. არაფერი გაგვიგია... - წარმოთქვა ლამის ორივემ ერთხმად, - სად არის? თუმცა საკვირველი იმაში არაფერი უნდა ყოფილიყო, რომ მათ ჰანნაზე არაფერი სმენოდათ იმიტომ, რომ აქაურთაგან უმეტესობამაც არც კი იცოდა მისი მოულოდნელი სტუმრობის შესახებ. საკვირველი უფრო ის იყო, რომ გედევანმა ამ უცხოელი ქალის სტუმრობაც უწყოდა და ისიც, თუ საიდან მოფრენილიყო ეს ლამაზი ჩიტი. გედევანი ამითი მათ დოყლაპიობას უსვამდა ხაზს, თავს ამეტებდა და უფრო მეტად თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა ამხანაგებს, თუმცა კი სრულიად უმნიშვნელო დეტალის წყალობით გამხდარიყო უნებლიე მოწმე მისთვის ამ ფრიად საყურადრებო შემთხვევისა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ის პირველად ესტუმრა ბერს და ცალკეგაყვანილს რაღაცას ეჩურჩულებოდა, ცხენხეთქებით სახლისაკენ მომავალმა, გზად, სოფელ ჭართალის ბოლოზე,წყაროსთან, დასასვენებლად შეჩერებულ ორ უცხო ადამიანს მოკრა თვალი და თავადაც იქვე ჩამოქვეითდა. გამოლაპარაკებისას, მეგზურად თბილისიდან გამოყოლილ მამაკაცთან საუბრიდან გაირკვა, რომ ეს ქალი გერმანელი იყო და ბუხრევში სტუმრად მიდიოდა ბერი შიმშერაულთან. ამ ცნობამ გედევანი ძლიერ დააინტერესა და მანამდე აღარ მოეშვა უნობებს სანამ რაღაც მისთვის ხელჩასაჭიდს არ მიაგნო. გამყოლი თბილისში ამ ორიოდე წლის წინ გერმანულ ენაზე გამომავალ გაზეთ "კაუკაზიშე პოსტ"-ის ადგილობრივი თანამშრომელი ჰანს-გეორგ ზალიცმანი, ხოლო მისი თანმხლები ბავარიელი ქალბატონი ჰანნა ლანგვეგგერი ბრძანდებოდა. გედევანს მის ხელთ არსებული ეს მწირი, მაგრამ, თავისი ჭკუით, ერთობ მნიშვნელოვანი ცნობები პირადად და წერილობითაც უკვე მოეხსენებინა ახმეტის შინსახკომ ალექსანდრე ჩეკურიშვილისთვის და ახლა მხოლოდ იმიტომღა იმყოფებოდა ბერდედის დაკრძალვაზე, რომ კიდევ თვალი მიედევნებინა საეჭვო სტუმრისათვის და თუ შესაძლებელი იქნებოდა რაიმე ახალი ცნობებიც მოეკრიბა მასზე. სასაფლაო ერთ ხრიოკ, მაგრამ გარშემო საკმაოდ ატყევებულ, ჯაგიან ადგილს წარმოადგენდა. სოფლის თავს აყუდებულ ამ გორზე ბუნებას თითქოს საგანგებოდ მოევაკებინა მცირე ფერდობი. საფლავები, მთიელთათვის დამახასიათებელ გულგრილობას ამჟღავნედა მიცალებულთა სამარადისო საყოფელის მიმართ: მოუვლელი, უყურადღებო სამარეები გავერანებულ ნასხლარებს წააგავდნენ. ზოგიერთი საფლავის ქვა სანახევროდ, ზოგიც ლამის მთლიანად მიწას დაეფარა. ჯვრებიც, ნაწილი გადაქცეულიყო, ნაწილი გადატეხილყო და იქვე ეყარა. საფლავის ზოგიერთი ქვაც კი, რომლებზეც ხელოსანს თავის დროზე ლამაზი მხედრულით მიცვალებულთა ვინაობა და სვე-ბედი მოკლე პროზით ან სულაც ფრთიანი ეპიტაფიებით გამოეყვანა, გაცრეცილ-ჩამოქერცლილ-ჩამოშლილიყო და ტრადიციულ სამგლოვიარო ჩუქურთმებსაც თითქოს ძველებური ლაზათი დაკარგვოდათ. კუბო, წესისამებრ, სამარის კართან რომ დაასვენეს და ახლა აქ განაახლეს ჭირისუფალმა ქალებმა თავიანთი გლოვა-გოდება, თითქოს რამ საგანგებო შეკვეთითო, ცრიატმა წვიმამ ჟინჟლვა შეწყვიტა, ცაზე ერთ პატარა მონაკვეთში ღრუბლებმა ნელა-ნელა იქით-აქეთ გაიწ-გამოიწიეს და ლამის მთელი დღის ცვარ-ციურით პირნაბანმა მზემ ვიწრო, მაგრამ საკმარისი სარკმლიდან ძალუმად ჩამოხედა სწორედ იმ ადგილს, სადაც ბერდედისთვის საფლავი გაეჭრათ და მგლოვიარე ხალხი ფუტკრის მართვესავით შედედებულიყო. - ღმერთო, დალოცვილო, გმირო კოპალაო, შენ დამწერე ჯვარი! - გადაულაპარაკა ერთმა ხნიერმა დედაკაცმა მეორეს, - ეს ხომ სასწაულია! ამ ხნის ქალი ვარ და ასეთ რამეს არასოდეს მოვსწრებივარ!.. უყურებ, როგორ გაიხსნა ცაა!.. ყველას რაღაც უცნაურ ნიშნად ეჩვენა ბუნების ეს სასიამოვნო სიურპრიზი და ნიშნად გაკვირვებისა და, ამავე დროს, რაღაც დიადი ძალის წინაშე მოკრძალებული შიშისა პირჯვრის წერასა და მაღლა ყურებას მოჰყვნენ. - ეს იმას უნდა ნიშნავდეს, - ჩაილაპარაკა ისევ იმავე ხნიერმა დედაკაცმა, - რომ ბერდედა მართალი ქალი იყო და მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით იცხოვრა ამ წუთისსოფელში... აბა, მაშ, სხვას რას უნდა ნიშნავდეს?.. - და ამ კითხვას იგი საკუთარ თავს უფრო უსვამდა, რადგან ყველას თავისი წილი გაკვირვება და საფიქრალი შემონაბდოდა სამშვინველზე.. ბერდედა, როგორც მოგვიანებით ქელეხის თამადამაც აღნიშნა "მზითა და ნათლით" დაკრძალეს და ხელცარიელი ჭირისუფლები უკან, ტრადიციისამებრ, სულ სხვა, სამოკლეო, ბილიკით ჩამობრუნდნენ. ქელეხმა, რაკიღა განსვენებული ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, საკმაოდ გვიანობამდე გასტანა. მართალია შორიდან მოსულები მალევე წამოიშალნენ და თავიანთი გზებით წავიდ-წამოვიდნენ, მაგრამ ახლო-მახლო სოფლებიდან მოსულებს სულაც არ უჩქარიათ. მათვე შეურთდნენ ის ახლგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა სამუშაო-დავალებებს ასრულებდნენ ან სუფრას ემსახურებოდნენ. ასე, რომ უკვე შეღამებულზე, ერთმა გვარიანად შემთვრალმა სტუმართაგანმა კინაღამ სიმღერაც კი წამოიწყო, ისეთ მხიარულსა და ხალისიან განწყობაზე დაეყენებინა ახმტურ რქაწითელს. - მამღერეთ, თქვე კაი, ხალხო, რა მოხდა მერე? - იხტიბარს არ იტეხდა ნასვამი, - ბერდედა ისეთი კარგი და კეთილი ქალი იყო, რომ სწორედ სიმღერით დამარხვის ღირსია... გედევანი და მისი ამხანაგებიც, ყველასათვის გასაკვირად, გვიანწამსვლელთა შორის აღმოჩნდნენ. ეს ამბავი, პირველ რიგში, ცხადია, თავად ოჯახის თავს, ბერს არ გამოპარვია მხედველობიდან, მაგრამ რამდენადც აუხსნელი იყო მისთვის ეს გარემოება, იმდენად საძნელო გამხდარიყო რაიმე ეგრძნობინებინა ახირებული სტუმრებისათვის. უკვე კარგა გვარიანად დაღამებული იყო და მთვარეც სრული უფლებამოსილებით ანათებდა დანაბდულ მთა-გორებს, როდესაც ბოლო სტუმარმა დატოვა შიმშერაულთა ეზო-კარი და, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს უკანასკნელი სტუმართაგანი სწორედ გედევან შიშმელიაშვილი იყო. მან იქვე, ღობის ბოძზე, გამობმულ, მთელი ნახევარი დღის ნაშიმშილლარ ცხენს სამიოდე მათრახი გამეტებულად უთავაზა და ილტოს ხეობის დაღმართიან ჭალა-ბილიკებს სულ დაოთხილი ჩორთით ჩაეწინწელა. * * * *
დედამთილის ჭირისსამზადისსა და დაკძალვას თამარი არ დასწრებია. აქაური წესების თანახმად, ახლა იგი მებოსლე, ანუ უწმინდურ არსებად ითვლებოდა და გომურის იქით, გარესამყაროსთან ყოველგვარი კავშირი და ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა სასტიკად ეკრძალებოდა ორმოცი დღის მანძილზე. სანამ ის იმ ბნელსა და ერთფეროვან, უხიაგ სამყოფელში არ დაიწმინდებოდა, არ დაუბრუნდებოდა დედაკაცის ჩველ მდგომარეობას, მასთან, ქალების, და ისიც, უმთარესად, მოხუცების გარდა, არც არავინ შევიდოდა. ახლადმოლოგონებულის ერთადერთ იმედად და ხალისად ისევ მისი პირმშო უნდა ყოფილიყო. მისით უნდა გაერთო სოცოცხლე და მოთმინებით დალოდებოდა დაწესებული დროის გასვლას. საჭმელსა და სხვა საჭირო ნივთებს მგლოვიარე დღეებში დედას უფროსი ქალიშვილი ანამზისა აწვდიდა. ის უყვებოდა თავისი ხანმოკლე ვიზიტების დროს გარეთ მიმდინარე ამბებს, ის აგებინებდა მიმსვლელ-მომსვლელთა ვინაობას, ის ესაუბრებოდა ოჯახის წინაშე წამოჭრილი პრობლემების შესახებ და თამარიც სწორედ მისი პირითა და ენით აწვდიდა ქმარს შესაბამის რჩევებს. სწორედ ანამზისასგან გაიგო თამარმა იმ დღეებში მათ ოჯახში გამოჩენილი უცნაური სტუმრის, ვინმე გერმანელი ქალის ჰანნა ლანგვეგგერის შესახებ, რამაც მაშინვე ეჭვის უზარმაზარი ჭია ააცოცა მთელს სხეულზე, ტვინის უჯრედებში დიდი ორმო ამოათხრევინა და ძალაუნებურად მეუღლის ცხოვრების ის პერიოდი გაახსენა, როდესაც იგი ოთხი წლით გერმანელთა ტყვეობაში იმყოფებოდა მაგდებურგში... ეს არ იყო ქალისა და ცოლისათვის იოლად საფიქრალი ისტორია... მითუმეტეს, რომ იგი აწმყოშიც საბედისწეროდ შემოჭრილიყო და სანამ თამარი ამ მკაცრი ტრადიციების ტყვეობიდან თავს გამოაღწევდა, ვინ იცის რა შეიძლება მომხდარიყო...
( გაგრძელება იქნება )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო! მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო!
20. მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო! მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო!
19. მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო! მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო!
18. მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო! მაგარია !!! მართლა კარგი მწერალი ბრძანდებით ბატონო ილტოსპირელო!
17. ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ!...ხომ ხედავ, უკვე სამჯერ ყოჩაღი ხარ:) ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ!...ხომ ხედავ, უკვე სამჯერ ყოჩაღი ხარ:)
16. "ისაგზლე ჩემი ცრემლები"..."ემშობლე,ბერდედოო"
ძალიან მომწონს! "ისაგზლე ჩემი ცრემლები"..."ემშობლე,ბერდედოო"
ძალიან მომწონს!
15. გაგრძელებას ველოდები! გაგრძელებას ველოდები!
14. ეს არ იყო ქალისა და ცოლისათვის იოლად საფიქრალი ისტორია... მომწონს :) ეს არ იყო ქალისა და ცოლისათვის იოლად საფიქრალი ისტორია... მომწონს :)
12. ძალიან საინტერესოა :) ძალიან საინტერესოა :)
10. კარგი ლექსიკით, ოსტატურად და საინტერესოდ!! კარგი ლექსიკით, ოსტატურად და საინტერესოდ!!
9. დიდი სიამოვნებით წავიკიტხე:) დიდი სიამოვნებით წავიკიტხე:)
8. - ავაიმეე, ჩემო ბერდედოო, - მიატირა ერთმა შაოსანმა და ბერდედის კუბოს ისე გადაემხო, როგორც სანეტარო რამ საგანს, ნივთს, რომელსაც, მისი აზრით, ალბათ, ამ უკანასკნელის ცხელი სუნთქვა უნდა წაეყოლიებინა საიქიოში, - წახვედიი... მოგწყინდა განა ყურება ამ დაწყევლილი ქვეყნისაა!... ისაგზლე ჩემი ცრემლები, ქალოო, და გადამიფრქვიე ჩემს პირნათელ ძმას, ჩემს საყვარელ თაჩოს, მტრის ხელით გაქშერებულსა და უღმერთოდ მოკლულს... მიმიწვდინე, შავი სამარისკენ პირმიბრუნებულო, ჩემს ოცდახუთი წლის, ბოლომდე გაუღიმარ ძმას ეს გლოვა-ტირილი, ეს გულის საკირიდან გადმოსხლეტილი ცეცხლის მარგალიტები, გულზე დააბნიე, ჩემს უბედურს და ემშობლე,ბერდედოო... უპატრონეეე... ავაიმეე, ქალებოო, როგორ ამოგლეჯას მთხოვს მთელი შიგნეული, როგორ ძნელი ყოფილა ცხოვრებამოუწეველი ძმის სმუდამო ბნელეთისაკენ გასტუმრებააა... ავაიმეე... ავაიმეეე...
... რა ბედნიერია ქართული ენა,როდესც ოსტატი ეხება.
- ავაიმეე, ჩემო ბერდედოო, - მიატირა ერთმა შაოსანმა და ბერდედის კუბოს ისე გადაემხო, როგორც სანეტარო რამ საგანს, ნივთს, რომელსაც, მისი აზრით, ალბათ, ამ უკანასკნელის ცხელი სუნთქვა უნდა წაეყოლიებინა საიქიოში, - წახვედიი... მოგწყინდა განა ყურება ამ დაწყევლილი ქვეყნისაა!... ისაგზლე ჩემი ცრემლები, ქალოო, და გადამიფრქვიე ჩემს პირნათელ ძმას, ჩემს საყვარელ თაჩოს, მტრის ხელით გაქშერებულსა და უღმერთოდ მოკლულს... მიმიწვდინე, შავი სამარისკენ პირმიბრუნებულო, ჩემს ოცდახუთი წლის, ბოლომდე გაუღიმარ ძმას ეს გლოვა-ტირილი, ეს გულის საკირიდან გადმოსხლეტილი ცეცხლის მარგალიტები, გულზე დააბნიე, ჩემს უბედურს და ემშობლე,ბერდედოო... უპატრონეეე... ავაიმეე, ქალებოო, როგორ ამოგლეჯას მთხოვს მთელი შიგნეული, როგორ ძნელი ყოფილა ცხოვრებამოუწეველი ძმის სმუდამო ბნელეთისაკენ გასტუმრებააა... ავაიმეე... ავაიმეეე...
... რა ბედნიერია ქართული ენა,როდესც ოსტატი ეხება.
6. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე... წყაროს წყალივით მიწანწკარებდა სიტყვა და ზეიმი იდგა... და ეს ახალი ინტრიგა... მერე?.... გმადლობ და გაიხარე!:) ღიმილს გიტოვებ...:):):) ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე... წყაროს წყალივით მიწანწკარებდა სიტყვა და ზეიმი იდგა... და ეს ახალი ინტრიგა... მერე?.... გმადლობ და გაიხარე!:) ღიმილს გიტოვებ...:):):)
5. ატმოსფერო ისეთი ბლანტი ნისლით იფინებოდა, რომ იფიქრებდი კაცი, ეს სახლი და ოთახი ზემოთ, დედამიწაზე კი არა, სადღაც ქვესკნელის ლაბირინთშია ჩაფლული, ხოლო ეს ქალები ცოცხალი ადამიანები კი არა, სიკვდილის მარადიული მდალობლები არიან სამყაროს ქვედა, იდუმალი შრეებიდანო.
ბერდედა, როგორც მოგვიანებით ქელეხის თამადამაც აღნიშნა "მზითა და ნათლით" დაკრძალეს -სანატრელი დაკრძალვაა...
თხრობის სტილი ხომ მომწონს და ყველაზე უფრო მოულოდნელობები, რომლებიც მერე უცებ ბუნებრივი ხდება...(მაგ.: გერმა ნელი ქალის გამოჩენა...) 5555555-შენ... ატმოსფერო ისეთი ბლანტი ნისლით იფინებოდა, რომ იფიქრებდი კაცი, ეს სახლი და ოთახი ზემოთ, დედამიწაზე კი არა, სადღაც ქვესკნელის ლაბირინთშია ჩაფლული, ხოლო ეს ქალები ცოცხალი ადამიანები კი არა, სიკვდილის მარადიული მდალობლები არიან სამყაროს ქვედა, იდუმალი შრეებიდანო.
ბერდედა, როგორც მოგვიანებით ქელეხის თამადამაც აღნიშნა "მზითა და ნათლით" დაკრძალეს -სანატრელი დაკრძალვაა...
თხრობის სტილი ხომ მომწონს და ყველაზე უფრო მოულოდნელობები, რომლებიც მერე უცებ ბუნებრივი ხდება...(მაგ.: გერმა ნელი ქალის გამოჩენა...) 5555555-შენ...
4. მომეწონა. ძალიან კარგია მომეწონა. ძალიან კარგია
2. ბრავო, მიშა! და გმადლობ, რომ დამიჯერე! 5 ბრავო, მიშა! და გმადლობ, რომ დამიჯერე! 5
1. ოსტატის ხელით ნაქარგი ამბავია ოსტატის ხელით ნაქარგი ამბავია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|