ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2022


გახსენება

ავსებულია ღრუბლით,უღიმარია ზეცა,
არცა წვიმს,არცა დარობს...
ცამ კალთა აიკეცა.
ჰგავს ღიმილს შენსას წაშლილს
მაისი რომ გემცხეთა...
უფლის განაჩენს ვინ სცვლის?
რა ძალუძთ მოკვდავთ ხელთა?
დღე დღეთაგანი იდგა,
ვუმზერდი თვალთა სველთა,
არცა რა მსურდა,მშურდა
აწ გარდაცვლილთა სვეთა...
მწვავდა მხრებს ჯვარი მძიმე
შერიგებული ბედთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები