ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2022


ახალი წელი


მე ვინც მინდა ის არ აფრენს,
მოსაწყენად აგერ, რომ ზის.
დუმილი და სიარაფრე,
ორი ჩუმი ანგელოზი!

ველოდები ვინ გარეკავს,
ვინ იქცევა " მხვრინავ ეშლად. "
წყვდიადს ვუცქერ; ვით გარეკანს,
შეშლილივით მინდა შეშლა!

ჩემს თავს ასე ნელი ვყავარ;
ვარ წყვდიადში უტრილო და
როცა სიკვდილს " ელიავა; "
სიცოცხლეზე უტიროდა!

მოჰყვებიან ურდოებად
ტკივილები " გეთიაშვილს, "
სადღაც არღვევს მყუდროებას
ცა ეძახის; ღმერთის ნაშვილს..

ჰო, ჩვენს ბექას, რომ ახალა...
ია - ვარდებს, ველი - ნამებს.
ვერ მოგლიჯა ომმა მხარი,
ვერ იდედებს, ვერ იმამებს...

მასზე უკეთ, წუთი, წამი!
ცამ ჩერქეზაც შობა, " ნიკა "
და წარმოთქმულ მრავალ ამინს!
" სხვა კაცების " უშვერ  ნიკაპს...

შეაგება სიტყვა წრფელი,
თოვლი აჯდა გზას თეთრ ყვავად
და ამ ლამაზ ახალ წელით
მოგილოცავთ კიდევ მრავალს!

ვყვარობ ვარდთან ნაჯამ იას,
ბათუმს ატყობს " როიც " ალებს.
ბებერ თბილისს " საჯაია "
ეუბნება; მოიცალე!

დრო თქვენ;  პოეტს თავად გირჩევთ,
ვით ფარდულში პაპა ღვინოს
და მათ ასეთ, ლამაზ გრინჩებს,
გვინდა შობა ვაპარინოთ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები