რაღაც ისე დაიდება, რაღაც ისე წაყინავს, ისეთ პირსაც გამოიჩენს სახტად - ღამის სითეთრე, გამოგვტოვებს ერთმანეთს და ოცნებებთან წაყოლით, გადაგვიყვანს სადაც მინას დავატოლებთ ნათითურს. იქაც ისე დაიდება, იქაც ისე წალეკავს, არემარეს ციდან თოვლის მედიდური ლუკმები, გათოშილებს დაკარგული ხელთათმანი ცალი კი, შეგვიძულებს დაუნდობლად ნაწამები ლეკვივით. უკუღმაა ყველაფერი - თოვს რა გვიხარია, ვეღარ ვწიწკნით წარსულიდან უწინდებურ სილაღეს, თითქოს ზამთარს გადავაწყდით შემთხვევით, რომელმაც ამოგვიჩემა და მერამდენედ გაგვიყუჩა უთენია აღმოჩენილი დნობის ტკივილი, შეუდარებელი იმედგაცრუება დაუმთავრებელი თამაშის.