ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2023


ადგილი ზულეიხანამდე

იყო მზე და იყო ქერმანი.
    ხმაურიანი ბაზარი ისე იკარგებოდა მიდიელების დენთის კვამლში, როგორც ქარისგან მოტანილ შავ ღრუბელს შეუძლია მოულოდნელად ჩააქროს მთვარე.
    წუხელ ქერმანი ჯოჯოხეთში ამოავლეს მიდიელებმა თავიანთი ავტომატებით, დღეს დილით კი ბაზარი ისე მუშაობს, თითქოს მანამდე არც არაფერს უარსებია... სამყაროს პრინციპით: ერთ დღეს ის გაჩნდა ისე, რომ არც წარსული ქონია და არც წინაპრები ყოლია.
    დარიაც მთელი ქერმანის ნაწილი იყო. ისისხლხორცებდა გარემოს თავისი შავი მოსასხამით, პირზე წაკრული ნაჭრით. სრულყოფილად შავი თვალებიდან ცეცხლში დაფერფლილ მზეს ირეკლავდა.
    ეს მზე ვეღარაფერს ტენის. გაფუჭებულია.
    ქერმანში ყველაფერი გაფუჭებულია, კიბორგები ძლივსღა მიათრევენ თავიანთ გაფუჭებულ რკინის სხეულის ნაწილებს.
    ღმერთი აქ არ არის. ეტყობა რომ სადღაც სამყაროს კიდეებთანაა, გაფართოების წერტილებს შესცქერის, როგორც ეს ღია მსოფლიოს ვიდეო თამაშების პრინციპია, რაც ქერმანელი ბავშვებისთვის გაუგებარი რამაა.
    ვერავინ გრძნობს რომ მარტოა, ყველა მათგანს პატარა სამყარო აქვს. დარიას სამყარო კარტოფილის ფასებია, ავთანდილი კი თავისი ავტომობილის მიღმა ცას ვერ ხედავს. არასდროს შეუხედავს მთვარისთვის.
    06, 03 ის მოტორით და 07 ის საჭით. მბზინავი მწვანე ფერის, სუფთა შუშებით უდაბნოს მტვერში - რთულია მის მიღმა რამეს ხედავდე მანამ, სანამ შენი ავტომობილის მინაზე დარიას ლამაზი თვალები არ აირეკლება.
    ავთანდილის სამყარო ცოტა უფრო კიდევ გაფართოვდა, ეკითხება საკუთარ თავს, თუ ვინ არის ის, რომელიმე მისი ძმათნაფიცის და, ან კიდევ ცოლი ხომ არ არის?! მარა ისეთია მისი სიყვარული, რომ ყველა მორალურ კედელს წამში ანგრევს.
    თავისი რკინის ხელებით, ავღანეთში რომ დაუმზადეს, საბარგულიდან კარტოფილის ტომრებს ძირს ყრის და შიგნით დარიას აბრძანებს.
- არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ჩემი ხარ.
    ასე დაედო აქიმენი ზულეიხას დაბადებას სათავე.
          დარია რომ 30 წამი შეყოვნებულიყო გაფუჭებულ კარტოფილებთან, ან კიდევ ავთანდილს საჭირო მომენტში თასმის შეკვრა რომ დაეწყო, ზულეიხანა უბრალოდ არ იქნებოდა.
    ასე არ უმართლებდა ამ მაგარ ბიჭს არასდროს; დაბადებამდეც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები