„როგორ ხარ, მამა?“ „ვარ მთასავით, მე რა დამაქცევს?!“- ვამბობდა და ვმალავ ჩამოთოვლილ წლებს და ღამეებს ბებერი გულის გადარჩენის, რომ აღარ მწამდა. ვმალავ დაკოჟრილ ხელებს, ძალა რომ აღარ შერჩათ, რომ კანკალებენ, თითქოს ქარში მოჰყვნენ ხეები. ვმალავ მუხლებს რომ აღარ ვანდობ ჩემს სულის პერანგს, ვმალავ უკბილი პირით ჭამა რომ აღარ ძალმიძს. ვმალავ, რომ სკამზე კვლავ ჰკიდია დედის ხალათი, რომ გულზე ვიფენ ღამ-ღამობით და ისე მძინავს. ვმალავ, რომ გუშინ წამაქცია ტიალმა ძროხამ და როდის-როდის გაჭირვებით ავწიე ხორცი. ვმალავ რომ ღვინო აღარა დგას ძველისძველ ჭურში, მიწა გაბერწდა, ვაზი გახმა, ინგრევა კერა. ვმალავ რომ ქარმა დაამტვრია იმ დღეს კრამიტი, რომ იატაკის ფიცრებიც დალპა... ვმალავ, რომ ჩინი მეკარგება, ვკარგავ ფერებს, ვკარგავ სახებებს.... ან დასანახი რაღაი დარჩა?... „როგორ ხარ, მამა?“ „ვარ მთასავით! მთასავით ვდაგავარ!“ და არ კი ვამბობ, რომ მარტოობის წლები გულში წვიმასავით მოდის და მალბობს, და რომ მეწყერი იციან მთებმა... და ვგრძნობ რომ სული სულ ცოტაც და მოსწყდება სხეულს... „როგორ ხარ, მამა?“ „ვარ მთასავით!“ „უჰ, დავისვენე, გაცხონა ღმერთმა! დამეძინება ამაღამ მშვიდად! მიყვარხარ, მამა!“ ...... მიყვარხარ, მა მა... რა მარტივია სიყვარული, ათასობით კილომეტრს მიღმა.... რა ადვილია და რა რთულია სიყვარული, ბებერო მთებო....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა , მანანა კაკაჩია დიდი მადლობა <3
ნ-ი-კ-ი
ჩემგანაც მოკითხვა. მუხა , მანანა კაკაჩია დიდი მადლობა <3
ნ-ი-კ-ი
ჩემგანაც მოკითხვა.
3. ხო, ხშირად ასეა შორიდან ყველაფერი მარტივია და ადვილი ხშირად უბრალოდ თავსაც ვიმშვიდებთ და სინამდვილეში ჩვენც კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ისე არაა :(
მოკითხვა ქეთის ხო, ხშირად ასეა შორიდან ყველაფერი მარტივია და ადვილი ხშირად უბრალოდ თავსაც ვიმშვიდებთ და სინამდვილეში ჩვენც კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ისე არაა :(
მოკითხვა ქეთის
2. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
1. ძალიან გულში ჩამწვდომია 5 ძალიან გულში ჩამწვდომია 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|