ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2023


არნდომის ლექსი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

არნდომის ლექსი

“არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს!” -
პურზე იტყოდა, რომ გავუწვდიდი
საკუთარი ნახელავით აღტაცებული.
მერე ხმადაბლა დააყოლებდა:
- პურზე - “არ მინდა” -არ ითქმება და
არ წამოგცდეს,
პურის დედა იწყევლებაო.

მე კი ვფიქრობდი,
ღმერთო, ნეტავი რად მოინდომე,
რომ აი, ასე,
ერთ კაცში გყავდეს  შეზავებული
უკანასკნელი, მიწისქვემოთა ვიგინდარა და უზეცესი ანგელოზი!

არც პურს მოვშივდით,
არც წყალს მოვწყურდით
და არ ვუნდოდით არც სიყვარულს,
არც მეგობრობას,
ხოლო სიცოცხლემ - ის - არ ინდომა,
ანდა  სიკვდილმა  - მე - დამიწუნა,
დაწუნებულს  კი,
პურის დედაო,
ეს ხმა შემომრჩა,
ეს ერთი კადრი მობინდულად განათებული,
ბარაქისა და  რძისსუნიანი:

მე -  პურის, ახლად გამომცხვარის გამწოდებელი,
ის მოუარე -
,,არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს,
არ ვუნდივარო!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები