როცა სიცხე გაქვს ცხელი ხარ, მაგრამ ეს გიჩენს მოთხოვნილებას რომ თბილად იყო. როცა ცხელი ხარ, უფრო მეტ სითბოს ეძებ. ასე მუშაობს ხმებიც, როცა ხმები გაქვს თავში, ეძებ ხმაურს, გარეგან ხმაურს, რომ შინაგანი ჩაახშო. როცა ხმაური არ გაქვს სიმშვიდის გადმოცემას ცდილობ. სიჩუმეა... გამაყრუებელი სიჩუმეა. შუქი წავიდა და სიმშვიდეც გაიყოლა. შუქი წავიუდა და სიჩუმე მოიტანა, ვერ ვიტან სიჩუმეს, ვერ ვიტან სიჩუმეს, ვერ ვიტან, ვერა... ჩამავალი მზე დავინახე, არ დამინახავს კარგა ხანია, რა არის საჭირო ამისთვის, იმისთვის რომ ყოველდღე დაინახო ჩამავალი მზე?! ერთი წამი? ერთი ნაბიჯი? წამი და ნაბიჯი რომელიც შენც ცხოვრებაზე გრძელია? ფიქრობ იმაზე თუ რა შეგიძლია, იღლები და იწყებ იმაზე ფიქრს თუ რა გინდა შეგეძლოს. შენი ტკივილის გაზიარება მინდა შემეძლოს. მინდა ვიგრძნო იგივე რასაც შენ, განვიცადო, მივიღო, მოგაშორო და ძვლებში გავიჯინო ტკივილი, შენი ტკივილი. მინდა ახლოს ვიყო, რომ შენი ალალი სიხარულის გაზიარების ღირსიც შევიქმნა. მინდა რომ შენი იმ ერთი წამისნაწილი გავხდე, რომელიც ცხვორებაზე გრძელია. მზე თითქმის მოეფარა სახლის წინ მდგომ ხეს, სინათლე ისევ არაა. უძლურება. არაფერია იმაზე რთული, ვიდრე გააზრება იმასა რომ უძლური ხარ. გააზრება იმისა რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, გინდა და არ შეგიძლია. შენ საკმაოდ მძიმე ხარ, მე კი არასაკმარისად ძლიერი რომ გზიდო, არასაკმარისად კარგი რომ მომცე უფლება ვცადო/ მინდა ვცადო! თუნდაც რადიკულიტიანი წელი გამიკავდეც ამ ცდაში და სიარულიც ვეღარ შევძლო. მომცემ უფლებას რომ ვცადო? მომცემ უფლებას რომ შენთან ერთად გავაქრო ხმაური? არც ისეთი მსუბუქი ყოფილა შენი უღელი, მაგრამ მაინც მინდა ვცადო. გავაქროთ ხმაური? შედა ჩემი ხმაური და ცდით მოგვრილი სიმშვიდით დავტკბეთ?? მზე აღარ ჩანს, არც პასუხი, არც სიმშვიდე და ისევ ხმაურის ძებნაში ვარ. დენი კი ისევ არაა, ვუი, მოვიდა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ჩემია დდდ მადლობა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ჩემია დდდ
1. რა საინტერესოა, დაგაფიქრებს.. რა საინტერესოა, დაგაფიქრებს..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|