ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2023


საჰარაში...

ს-ს

შუბის ტარზე დაიხრება მზე და ველებს
მეათასედ უალერსებს, დინჯს და უვნებს,
მერე ჰუნეს მაღრიბისკენ გააგელვებს
და მწველ მაღრიბს ჩაჰბარდება ის და ჰუნე.
მუქ ჭვავისფერს, უდაბნოში კვლავ გიგემებ,
აგირეკლავ ძველ თქმულებად მზის საყდარზე,
ხელისგულზე პირამიდებს აგვიგებენ
და მემფისის ვრცელ ქვიშნარში ვიდარბაზებთ.
მივატოვებ კვიპაროსთა ხეივანს და
შავ ჰუნეთი გადავლახავ მაღრიბს, უვნებს,
გზად დამხვდები, მზის ყარიბი, საჰარასთან,
დაგიბრუნებ, საჰარაში დაგიბრუნებ.
 
2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები