ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პროზა
27 იანვარი, 2023


ასი სიტყვა (ლექსების გამოფენა)



ბაბუაჩემს

მერცხლებივით გაფრენილმა მოგონებებმა გადაგავიწყეს რატომ ასობდი ბავშვობაში შავტარიან ხანჯალს ტანმაღალ მუხას.
მხოლოდ ღრუბლები შემოგრჩა ხსოვნად, თეთრი ღრუბლები... უწვიმარი და გულუბრყვილო ჩვილი ბავშვივით.
როდესაც თვალებს მინაბავდი, ზეცა შენს ფანჯარასთან ანკესით იჭერდა თითისტოლა ვარსკვალებს და გულზე მედლებად იკიდებდა.
მაშინ სამშობლოც დიდი იყო. იმდენად დიდი რომ მასში ვერ ეტეოდი.
ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი ახალი ,,აღმაშენებელი“, ,,გორგასალი“, ,,ილია’ და იწყებდი; ,,აი ია“ -დან
კითხულობდი...
კითხულობდი და დღეს უკვე მუხლებამდე წვერებჩამოყრილი ზიხარ იმ მუხის ძირში, რომელსაც ბავშობაში გული დაუსერე,
გაჰყურებ ლურჯ მთებს და აღარც კი იცი რომელ გახვრეტილ ჯიბეში შეინახო ასეთი პატარა ქვეყანა, ოდესღაც რომ მთელი სამყარო გეგონა მეოცნებე შავტუხა ბიჭს და მასში მაინც ვერ ეტეოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები