თავიდან იყო გუმბათისებური კოსმო და წყვდიადი იწვა მის კიდეებთან. კოსმოელები მშვიდი ცხოვრებით ტკბობას ეძლეოდნენ და ცააბა კეთილყოფდა ყოველ მათგანს - ეს იყო მისი მთავარი ხრიკი, ტკბილი ტყუილი. აქემენი ზულეიხანი კოსმოს მკვიდრი იყო, კაცი, რომელიც ხშირად იხსენებდა საკუთარი მშობლების გაცნობის დღეს, როცა დარია დამპალ კარტოფილებს არჩევდა და აბიბო თავის რკინის ცხენს აპრიალებდა. ასე ეუბნებოდა აქემენი მოლაია ხანისს: ერთი წუთით რომ კიდევ გაეგრძელებინა დედაჩემს კარტოფილების თვალიერება, ან კიდევ, მამაჩემს გაეგრძელებინა თავისი ვერცხლისფერი რკინის ცხენის გაპრიალება, მე არ დავიბადებოდიო. - აზრზე ხარ ძია მოლაია ხანის, როგორ არ მიმართლებს მთელი ცხოვრებაა, მაშინაც კი უიღბლო ვიყავი, როცა საერთოდ არ ვარსებობდი. ვგრძნობ ბუნებით, მოლაია ხანის, მოგზაური ვარ, არ შემიძლია 30 კილომეტრიანი კოსმოს ატანა. ბნელი ადევს კუთხეებს... მინდა მტკიოდეს, მინდა უბედური ვიყო, ოღონდ რომელიმე გზაზე ვიდგე, თავგადასავლებით სავსე გზაზე. თუ გინდა სამ თავა რკინის გოლიათთან მომიწიოს შებრძოლება, როგორც დარია მიყვებოდა ღამ-ღამობით ზღაპრებს, ოღონდ მიზანი მქონდეს. როგორც ყოველთვის მოლაია ხანისს არ ესმოდა აქემენი ბიჭის და არც სხვა რომელიმე კოსმოელს გაეგებოდა მისი რამე. ყველამ ჩათვალა რომ ფილოსოფოსი იყო და ეს იყო ფილოსოფოსის ცხოვრება: განუწყვეტელი უკმაყოფილება. როცა მთელი ქალაქი ვარდისფერი ვარსკვლავის ყურებით ტკბებოდა, აქემენი ბრაზით აშტერდებოდა კოსმოს ყველა კუთხეს, სადაც წყვდიადი იწვა და ვერ ისისხლხორცებდა იმ რეალობას, რომელშიც სიბნელის მიღმა არაფერია. როცა აქემენმა თავისი კუთვნილი 12 მეგობარი იპოვნა, ამხედრნენ ცამეტსავე რკინის ცხენზე და მთელი სისწრაფით დაეჯახნენ წყვდიადს. ცამეტივე და ძმანი, - პირველი სექტა სამყაროში - ერთსა და იმავე რამეზე ფიქრობდნენ შეჯახებისას: რაც არ უნდა იყოს, შემეცნების გზაზე ვკვდებით, ამაზე ლამაზი კი სხვა სიკვდილი, მხოლოდ მუცელშივე სიკვდილია. რახან დაიბადნენ, თორმეტივე მეომარი, გამოდის, რომ უნდა იბრძოლონ. მაგიის ღმერთი, როგორადაც ამას კოსმოელები მოიხსენიებდნენ, განრისხდა თორმეტი მეგობრის დაუმორჩილებლობის გამო და ყველა კოსმოელს დაავალა წყვდიადში გასვლა და მათი მოძებნა, შემდეგ კი სათანადოდ დასჯა. კოსმოელები დიდი ხნის განმავლობაში იკარგებოდნენ სიბნელეში, წლობით ატარებდნენ სიბრმავეში და სიყრუეში, თუმცა თორმეტმა მეგობარმა მალევე გააღწია ამ ჯოჯოხეთს და მათ წინ ფათერაკებით სავსე სამყარო გაიხსნა, სადაც არ იცნობდნენ ნიადაგს, არ იცნობდნენ იქ მცხოვრებ მიკრო ორგანიზმებს, ან კიდევ,არ იცოდნენ თუ რა ზიანის მოტანა შეეძლოთ მათ. ზულეიხანი თორმეტსავე მეგობართან ერთად მთიან ჯუნგლებში დასახლდნენ, ზღვასთან ახლოს და მათ იმ მიწას უწოდეს სეგორო და გახდნენ მოკვდავები, რადგან ვეღარ მფარველობდა ვერც ერთ მათგანს ცააბა. გავიდა საუკუნეები, სეგოროელები გამრავლდნენ და დაივიწყეს ყველაფერი ის, რაც კოსმოში იყო. ცააბა და მისი ხალხი კი ერთი წამითაც არ წყვეტდა მათ ძებნას. წყვდიადში დაკარგული ხალხი საბოლოოდ იმხელა არმიათ იქცა, მათაც დაივიწყეს ყველაფერი ძველი და დასახლდნენ ცივ მიწაზე, ისენდერში და კიდევ უფრო მეტად გამრავლდნენ ისინი. მოგზაურად ქცეულმა კოსმოელებმა გაიგეს ისენდელების და სეგოროელების შესახებ, მაგრამ ვეღარ იგებდნენ თუ რა არსებები იყვნენ, ყველა მათგანს ევულუციამ ფერი და ფორმა უცვალა. მათ სეოფელები და ეგნაელნი შეარქვეს, როგორც დაცემული რასა, რომელიც უნდა განადგურებულიყო, რათა კოსმოს არ შექმნოდა საფრთხე. აიმხედრა დიდი არმია ცააბას დაუკითხავად და გაუდგნენ გზას სეგორელების და ისენდელების გასანადგურებლად თავიანთი ძლევამოსილი იარაღებით. ჰორიზონტზე მოჩანდა მათი დიდი არმია და ამიტომაც, სეგორელები და ისენდელებიც შეიარაღდნენ ისე, რომ ერთმანეთიც მტრებათ მონათლეს. როცა სამი უძლეველი არმია საბრძოლო წერტილს მიუახლოვდა, რეალობამ ზანზარი დაიწყო და ყველაფერი რომ არ ჩამონგრეულიყო, სასოწარკვეთილი ცააბა ცაზე გამოჩნდა, ცხოვრებაში პირველად. ყველა რასას მოუწოდა, რომ ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მშობლიურ კოსმოში და ეცხოვრათ მშვიდად, რათა საფრთხე არ შექმნოდა იმ რეალობას, რომელ რეალობაშიც იყვნენ. - ჩვენ ყველანი სულ სხვა რეალობიდან ვართ. ჩვენ რეალობას მილიონობით წლის წინ დედამიწა ერქვა. თუმცაღა, იმ დროისთვის, არ გვქონდა ძალა იმისა, რომ ვარსკვლავთშორის გვემოგზაურა და ახალი სახლი გვეპოვა, როცა ჩვენ სახლს უზარმაზარი ქვა უახლოვდებოდა გასანადგურებლად. როგორც თქვენ ახლა მიწოდებთ მაგიის ღმერთს, უწინაც ეგრე იყო, თუმცა მაგია, ნიშნავდა პროფესორობას და ინჟინერიას. თქვენი ცნობიერება გადავიტანე ჯადოქრულ ყუთში, რასაც უწინ პროცესორს ვეძახდით და ის ერთ ერთ დედამიწის თანამგზავრზე მოვათავსე. სახლი კი განადგურდა. მის ფერფლს ჩვენ ყოველდღიურად დავტრიალებთ, თუმცა ამას ვერ ვხედავთ. თქვენი ომით, პროცესორს ტვირთავთ და მას გადაწვავთ თუ ახლავე არ დაყრით რკინის შუბებს და არ დაბრუნდებით კოსმოში, სადაც მშვიდი ცხოვრება გელოდებათ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტისმეტი ფანტასტიკა ინტერესს მიკარგავს ხოლმე :(
ჰოდა, იმ წაშლილის წაკითხვაც კი მოვასწარი მე მაშინ :)
მეტისმეტი ფანტასტიკა ინტერესს მიკარგავს ხოლმე :(
ჰოდა, იმ წაშლილის წაკითხვაც კი მოვასწარი მე მაშინ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|