ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2023


  ჩამოტვირთვა

ჭაბუკიანის ოტელო

როკავს, როკავს... ცერი წვერზე ოდნავ დგება,
ესეც ჰყოფნის, გადაიქცეს სცენა მთებად...

როკავს, როკავს
და ვერ ჰპოვებს მაინც ძალას
თავის თავში შავი მავრი, ლტოლვა მოკლას;
აქეთ-იქით, ყელზე რვალით, სხეულს კალავს —
მკალვის ხელზე ჭურჭელივით ბრუნვით მბორგავს.

გაშლილ ხელით ღმერთს სთხოვს შველას,
დაუჭირავს შუბლი მაღლა —
კრიჭაშეკრულს...
შემოარტყამს წრეებს ალყას, ფეხშიშველა,
და აჩაღებს მის ბოლშივე მავრულ ლეკურს.

ლამის იგლეჯს...
მის თეთრ პერანგს შავ სხეულზე ასდის ალი
და მანამ სცნობს სოფლის მიჯნებს,
სჯერა კიდეც —
მავრი არი.

ცხელ საკეკის იმას ქარი აღარ ახსოვს,
ზეცას ამხობს,
როგორც ქაფარს ალეპოში თურქისტანის!..
არ იკარებს წრის ალყაში არვის ახლოს,
კიდეც ღაფავს და ვერც ღაფავს
სულს სალახვროს!
არც უკვდავს ჰგავს და არც მოკვდავს,
ისე როკავს —
დეზდემონას წითელ მტვერზე ჰარმატანი.

ხედავ და ალაგ ემსგავსება მულეი ჰასანს!
თუ გსურს, ამაყმა, სულიერი გზად არ მოთელო,
საკმარისია, ძველ ჩანაწერში სულ ერთხელ ნახო,
თუ როგორ როკავს ჭაბუკიანის მავრი ოტელო.

2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები