ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2023


მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ

მომნატრებიხარ ძლიერ, ძლიერ, იმაზე მეტად,
ძვირფასო ვიდრე შენ ეს გგონია,
რა საოცარი განწყობაა, რა უცნაურიც,
განსხვავებული ბედიც გქონია,
გამოსავალი მაინც მგონია,
ახლა აპრილის ამინდებია,
იცი ასეა, ცვალებადი, არცთუ იოლი,
ირგვლივ ხეებზე დაბინავდა გაზაფხული და
მახსოვს ამაზე შენ არ ჩიოდი,
ცა ფერს იწმენდს და მიდი–მოდის თეთრი ღრუბლებიც,
მეც ვეგუები რაღაც უცნაურს,
ჩემი ფიქრები, ასე სათუთი, თავს ევლებიან,
მონატრების ამ აურზაურს,
თუ მეტყვი შენაც მოგენატრე ძვირფასო მეტად,
ვიდრე მე ვიცი ეს მონატრება,
მაშინ მე ვიტყვი ინტროვერტი დარწმუნებითვე,
ინტუიცია ჩემი არ ცდება,
მოგწერე მაგრამ, მაგრამ დუმილს ვერასდროს ვიტან
და არაფერი ისმის შენიდან,
მახსოვს რჩევები, გამხნევება და საუბრები,
აქ ერთმანეთის როგორ გვშველიდა,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები