თავი პირველი ქალაქი ლიტონი *** ცხოვრება გამარჯვებები და დამარცხებებია, სწორედ ამაშია არსებობის მჩქეფარე იდეაც.
ლიტონი სხვა ქალაქებისგან თითქოს არაფრით გამორჩეული ადგილი იყო, თუმცა ომმა და სამოქალაქო დაპირისპირებებმა უდიდესი გავლენა იქონია, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადო ცნობიერებაზე. ერთ დროს ვაჭრობით ყაირათიანად განთქმული ქალაქი, მოულოდნელად საშინელ სიდუხჭირეში აღმოჩნდა და ომისგან დაუძლურებული ხალხი შიმშილითა და სიცივით იხოცებოდნენ შუა ქუჩაში. ირგვლივ წარმოუდგენელი სიმყრალისა და შიშის სუნი სუფევდა და იმის მაგიერ, რომ მაშინდელ მაღალჩინოსანთ, რაიმე სასარგებლო მოეფიქრათ თავიანთი მოსახლეობისთვის, ბოლო ლუკმები გამოაცალეს და ბედის ანაბარად დატოვეს გარშემომყოფნი. ცარიელი ვიტრინები და საწვავის გარეშე ლიანდაგებზე გაშეშებული ვაგონები, არანაირ მომავლის იმედს არ იძლეოდა და მხოლოდ პურისა და წამლის რიგები იყო ერთადერთი მიზეზი ცოცხლად გადარჩენის. ღამით გასვლა უკვე საშიში ხდებოდა, რადგან ყაჩაღობამ საგრძნობლად იმატა და მოქალაქეები ერთი კილო კარტოფილისა ანდა გუგულიანი საათის ქურდობისთვის, რომელიც რაღაც გროშებიღა თუ ეღირებოდა, შეეძლო თვალ დაუხამხამებლად სიცოცხლეს გამოესალმებინა წინ შემხვედრი ნებისმიერი ადამიანი და აუღელვებლად გაეგრძელებინათ გზა. ვიცე-პოლკოვნიკი ნამორაძე ღვთისგან მივიწყებულ კაცად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის ერთ-ერთი იმათგანია ვინც ომის შემდგომ ყველამ მიივიწყა მისი დამსახურებებისა და გავლენების მიუხედავად. ერთადერთი, რაშიც სხვებთან შედარებით გაუმართლა არის, ის რომ თავის კუთვნილ პენსიას ყოველთვის ღებულობდა, თუმცა მეტადრე ორი თვის დაგვიანებითაც, თუმცა მთავარი იყო, რომ დამსახურებული ჯამაგირი მიეღო, რომელიც ხალხის მკვლელობისთვის „დაემსახურებინა“ და ხანდახან პური მაინც მიეტანა თავის პატარა შვილებისთვის. ომში ვიცე-პოლკოვნიკი დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა და ზევიდან ნაკარნახევი ბრძანებით მას ტერიტორიები უნდა წაერთმია მეზობელი ქვეყნისთვის, რომლისგანაც არანაირი განგაშის სიგნალი არ ყოფილა, არამცთუ საბრძოლო განწყობა. რა წისქვილის ქვა აღარ დატრიალებულა მის თავზე, თუმცა მაშინ ვერავინ მოიაზრებდა რომ თავისივე წამოწყებულ ბრძოლაში ასე გვარიანად დამარცხდებოდნენ და თითით საჩვენებელი და სამაგალითო ლიტონს უცოდველი ხალხის სასაფლაოდ აქცევდნენ, რომელთაც მშვიდობის გარდა არაფერი სურდათ, და რომ არა ძალაუფლებაზე გაშმაგებული სახელმწიფო მეთაურები, ყველაფერი სულ სხვა გვარად იქნებოდა. ახია კიდეც ნამორაძის ნაირ კაცზე, რადგან ადამიანად დარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლ-მოწყურებული მეთაურების ლაქიად ყოფნა, რომელთაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცად სჭირდებოდათ ის და მისნაირები. უცოდველი, მშვიდობიანი ხალხის სისხლი განა ვის შერჩენია?! მაგრამ უბედურება სწორედ ის არის, რომ მეორე მხარეს მყოფი ასევე მშვიდობიანი ლიტონის მოსახლეობა პასუხს აგებს იმაზე, რაც საერთოდ არ სურდათ. ომის მიზეზებს ვიღაც ორი ადამიანი ადგენს, რა დროსაც ნებისმიერ მხარეს ეწირება ვინმე უდანაშაულო ქალი ან ბავშვი. ვიცე-პოლკოვნიკი კი მაინც ამაყად მიაბიჯებს ქალაქის ვიწრო ქუჩებში კუთვნილი პენსიის ასაღებად, რითაც მშიერი ბავშვები უნდა დააპუროს და ისევ ამ ომს შეწირული ცოლის სამარხი გააპატიოსნოს. შესაძლოა პოლკოვნიკი გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც ამ ყველაფერს, უბრალოდ არ ეყო საკმარისი გამბედაობა და სტატუსი, რომ სახლმწიფოს პირისპირ წასულიყო და ეთქვა, რომ წამოწყებული საბრძოლო განკარგულება ერთი დიდი აბსურდია და ის გარდაუვალ ზიანს მაიყენებდა ლიტონსაც. წლების უკან სამამულო ომში დაკარგული მამა და დედა, რომლის გვარსაც ნამორაძე ატარებს თითქოს არანაირ მაგალითს არ აძლევს ვიცე-პოლკოვნიკს თუ რა დღეები გამოიარა მაშინ და რისი გადატანა უწევთ ახლა მის გოგო-ბიჭს, ვისაც ბავშვობა აღარ აქვთ და ცენტრალური სადგურის ერთ-ერთ ცივ ოთახში უხერხდებათ სამადლოდ ცხოვრება, ნანატრი პურის მოლოდინში და მამის დანატოვარი გახეხილი ქურთუკით ცდილობენ, ცოტათი მაინც გაითბონ სხეულები. ვიცე-პოლკოვნიკს პენსიის მხოლოდ ნახევარი არგუნეს და ისევ შეურაცხყოფილმა და დამცირებულმა ჩუმად არჩია ყოფნა, რადგან თუ ხმას აიმაღლებდა შესაძლოა ეს გროშებიც კი აღარ მიეღო აწი. უსამართლობამ და უთქმელობამ დიდი კაცი ნელ-ნელა სულიერად გატეხა და ის ფული რაც მიიღო არანაირად არ ჰყოფნიდა წამლებისთვის, არა და პოლკოვნიკს ფეხზე მიღებული დაზიანებების გამო დღითიდღე უჭირდა ამხელა მანძილის გავლა. მართლა ღვთისგან მივიწყებული კაცია ვიცე-პოლკოვნიკი ნამორაძე, რომელიც მიღებული ჩინების გაყიდვის შემდგომ ცდილობს სასმლით გაიქარვოს ყველა დარდი მეზობელ დუქანში, რომელიც ვგონებ ერთადერთი ადგილია ქალაქში, სადაც გარეთ არსებული სიმყრალის სუნი საერთოდ არ აღწევს და ასე ატაროს დრო სახელმწიფოზე მაგინებელ ყოფილ სამხედროებთან ერთად. ყოფილა პერიოდები, რომ ორი დღითაც კი დაუტოვებია მარტოდმარტო პატარა დამიანე და ოლენკა პოლკოვნიკს და შინ დაბრუნებულს ზედაც კი არ შეუხედავს მათთვის. სახელი ოლენკა მისი ცოლის საპატივცემოდ დაარქვეს, რადგან ნამორაძეს გასაოცრად უყვარდა თავისი მეუღლე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ პატარა ოლენკა, მხოლოდ ზიზღს იწვევდა მასში და ხშირად ზედაც კი არ უყურებდა გოგონას. დამიანე კი მზრუნველობას არ აკლებდა დაიკოს და უმეტეს შემთხვევაში მშიერსაც კი დაუძინია, ოღონდ კი ოლენკას აღარ ეტირა გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასეთ გაურკვევლობასა და უმოქმედობაში გავიდა არა ერთი თვე.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დღეს უკვე გაგრძელებაც დავდე. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დღეს უკვე გაგრძელებაც დავდე.
6. სადაა გაგრძელაბა?! სადაა გაგრძელაბა?!
5. საინტერესო თემებია, დამაფიქრებელი. გასასწორებელია. „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე“ „ცოლის საპატივცემულოდ“. კარგი
საინტერესო თემებია, დამაფიქრებელი. გასასწორებელია. „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე“ „ცოლის საპატივცემულოდ“. კარგი
4. ვითვალისწინებ ყველა რჩევას, 4 წელია ვცდილობდი ისევ დიდი მოცულობის ტექსტს შევჭიდებოდი და მგონი ნელ-ნელა ვიწყებ. მადლობა, რომ ისევ სტუმრობთ ჩემს გვერდს. ვითვალისწინებ ყველა რჩევას, 4 წელია ვცდილობდი ისევ დიდი მოცულობის ტექსტს შევჭიდებოდი და მგონი ნელ-ნელა ვიწყებ. მადლობა, რომ ისევ სტუმრობთ ჩემს გვერდს.
3. წავიკითხე ეს ნაწილიც
ბევრი მექანიკური შეცდომებია აკრებისას და გადახედე კარგად ერთი შენიშვნა ის მაქვს, რომ ცოტა კარგად გამოყო ტექსტი და უკეთესი ფორმა მისცე წასაკითხად. შენ თავად მიხვდები როგორ, ჭკვიანი ბიჭი ხარ და კიდევ ის, რომ ცოტაა ტექსტი ალბათ უნდა გაზარდო ხოლმე დადებული ნაწილის პორციები
დანარჩენი კი ვნახოთ როგორ განვითარდება ველოდები რომ უფრო გასაინტერესოვდეს ჯერჯერობით დამაინტრიგებელი არაფერია
წარმატებები გიორგის
წავიკითხე ეს ნაწილიც
ბევრი მექანიკური შეცდომებია აკრებისას და გადახედე კარგად ერთი შენიშვნა ის მაქვს, რომ ცოტა კარგად გამოყო ტექსტი და უკეთესი ფორმა მისცე წასაკითხად. შენ თავად მიხვდები როგორ, ჭკვიანი ბიჭი ხარ და კიდევ ის, რომ ცოტაა ტექსტი ალბათ უნდა გაზარდო ხოლმე დადებული ნაწილის პორციები
დანარჩენი კი ვნახოთ როგორ განვითარდება ველოდები რომ უფრო გასაინტერესოვდეს ჯერჯერობით დამაინტრიგებელი არაფერია
წარმატებები გიორგის
2. გაგრძელებას მალე დავდებ. მადლობა მუხა. გაგრძელებას მალე დავდებ. მადლობა მუხა.
1. დამიანე კი მზრუნველობას არ აკლებდა დაიკოს და უმეტეს შემთხვევაში მშიერსაც კი დაუძინია, ოღონდ კი ოლენკას აღარ ეტირა გაუსაძლისი შიმილის გამო.
და ამ დროს რამდენი წლისანი არიან დამიანე და ოლენკა? საინტერესო ადგილას შეწყდა კი.
დამიანე კი მზრუნველობას არ აკლებდა დაიკოს და უმეტეს შემთხვევაში მშიერსაც კი დაუძინია, ოღონდ კი ოლენკას აღარ ეტირა გაუსაძლისი შიმილის გამო.
და ამ დროს რამდენი წლისანი არიან დამიანე და ოლენკა? საინტერესო ადგილას შეწყდა კი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|