ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 მაისი, 2023


George Gordon Byron - Euthanasia

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ევთანაზია

სანამ სიკვდილი გამომაცლის ბოლო საფანელს,
უსიზმრო ძილში გადამტყორცნის ვიდრე უხეში,
გადავიწყებავ, დუნე ფრთები გადამაფარე
და სასიკვდილო სარეცელზე მეცი ნუგეში.

მეგობრების და მემკვიდრეთა არ მსურს ქულფათი,
მოჩვენებითი, ან გულწრფელი მათი გოდება,
არც თმაგაშლილი სატრფოს გლოვა ნაზის, გულმნათის,
მოთქმით ტირილი, წარსული რომ მოაგონდება.

წყნარად ჩაფალით სამარეში ჩემი ცხედარი,
არ გაეკარონ პირმოთნენი წესის აგებას,
ნუ დაღვრის ცრემლებს თვალთმაქცურად ქვეგამხედვარი,
მინდა ვარამი ავარიდო ამხანაგებსაც.

არ გევედრები სიყვარულო  მოსვლას სახსნელად,
არც მოწეული აღსასრულის გადავადებას,
გთხოვ, შენი ძალით გაამხნევო უკანასკნელად
ის, ვინც აქ რჩება და ვინც ელის გარდაცვალებას.   

რა საამური იქნებოდა, ჩემო ფსიქეა,
შენი მშვენების კიდევ ერთხელ გამოჩინება,
გარდასულ ჟამზე და განცდილზე დამაფიქრებდა,
მოახერხებდა ნატანჯ სულის დაშოშმინებას.

ამაოდ ვნატრობ, ხანმოკლეა ვიცი ბუნება
მშვენების, დროსგან არ მოელის დიდხანს დანდობა,
თუ ქალის ცრემლებს სიცოცხლეში ძალუძს ცდუნება,
დაგვაკარგვინებს მომაკვდავებს გამბედაობას.

მარტოობაში დაე შევხვდე ბოლო საათებს,
არ აღმომხდება ოხვრა ტანჯულს და სულდაფლეთილს,
როცა სხვებივით მეც სიკვდილი გამასავათებს,
გადამანაცვლებს საუკუნოდ მოუსავლეთში.

სამწუხაროა, აღსასრული ყველას შელახავს,
გადაიქცევა ხორციელი გუნდად ტალახის,
გაჩენის დღემდე რაც ვიყავით, ვხდებით ხელახლა,
სანამ აქ ვიშვით და განვცადეთ ქვეყნის ვაგლახი.

გადაითვალე შენი დღენი განვლილ ცხოვრების,
არ იყო დღეც კი, საწამლავი არ გარეოდა
და თუნდ გეცხოვრა მდიდრულად და სიამოვნებით,
ამჯობინებდი წუთისოფლად არარსებობას.

8 მაისი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetry.com/poem/15091/euthanasia

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები