ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2023


ს ი ს ი ნ ე ბ ს ქარი

ს ი ს ი ნ ე ბ ს ქარი
ავტ: ნექტარი

სისინეს  ქარი, ისევ ისე როგორც სჩვევია,
შეჩვეული ვარ, მისგან ამგვარ უტაქტო ქცევას,
ვფიქრობ მაშინაც უჩვეულო ხდებოდა რაღაც,
და იყო ქარიც, ლტოლვა იგრძნეს ადამ და ევამ,

გამოიარა დრომ თავისი ძნელი სავალი,
მოაქვს რაღაცა შეუცნობიც გამონაცადიც,

ვერავინ იცის, რა იყო და მოვიდა საით,
რატომ ევა და ანდა კიდევ რატომ ადამი,
დგას დედამიწა, არის სივრცე, წყალი ჰაერი,
ზეცად იწოდა ამ პლანეტის თავზე სადგამი,

სისინებს ქარი, ალბათ იყო იქაც ასეთი,
ციდან ღრუბლები აღქარებით ქვემოთ ეშვება,
ბინდისფერდება  ეს ოხერი დიდი სოფელი
მაინც არ მჯერა რომ ამითი იქნება შვება, 

გამოიდარა, გაიფილტრა თვალთახედვიდან,
და მცირე ღრუბლის ფთილა ქრება მცირე ხედიდან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები