ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2023


იგავი (სხვისი ჭირი)

„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“,
ხარობს, ზეობს ნაძირალა,
გამხმარია როგორც ხვირი
მისი საქმე და მყვირალა,

დაყროყინებს მსგავსად ვირის,
იყურება კუშტად, მწყრალად,
არ ანაღვლებს გასაჭირი
სხვათა, სული აიმყრალა,

მაგრამ ღმერთი სიტყვაძვირი,
გამოაჩენს მალე ძალას,
არ დარჩება მისგან ბდღვირი,
დააკისრებს როცა ღალას,

ახლანდელი დროის გმირი,
თუმც სიავით ჰაერს წამლავს,
დაეცემა განაგმირი
და დარჩება ოხრად დავლა.

24 მაისი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები