ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 მაისი, 2023


George Gordon Byron - On Jordan's banks

ჯორჯ გორდონ ბაირონი - იორდანეს ნაპირებთან (ებრაული მელოდიებიდან)

იორდანესთან დაინახავთ არაბთა ქარვანს,
სიონის მთაზე ცრუმორწმუნე ინახავს მარხვას,
ბაალის მრევლი მოჰფენია სინაის კალთებს,
შენი მეხთცემა, ღმერთო ჩემო, იქაც კი წათვლემს:

სადაც მარჯვენით ქვაზე მცნება ამოწვი ათი,
სადაც იხილა ერმა შენი აჩრდილი მნათი
და ღვთის დიდება საბურველით დაფარა ცეცხლმა -
არ ქცეულიყო დამნახავი უმალვე ფერფლად! 

ნეტავ ელვაში შენი მზერა გამოჩნდეს მალე,
რომ დაუვარდეს იარაღი ცახცახით მჩაგვრელს!
დიდხანს მოგვიწევს კიდევ ზიდვა მტარვალთა უღლის,
რომ მსხვერპლშეწირვა განვაახლოთ ტაძრებში უფლის?!

28 მაისი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://kalliope.org/en/text/byron1999041106

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები