ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2023


რადგან, ს ი ც ო ც ხ ლ ე ა დედამიწაზე

რადგან ს ი ც ო ც ხ ლ ე ა დედამიწაზე
ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი

ზოგჯერ ქარი რას არ ამბობს, ოხრავს, გმინავს, კივის, წივის,
ხან ხარხარებს, ხან იცინის, ხან გლოვობს და ხან კი ტირის,
ჩვენ კი ასე უგულონი, უდარდელას ვარქმევთ სახელს,
ზოგჯერ ისეთ ამბებს ყვება, სხვა რამეს აქვს ფასი ჩირის,

ზოგჯერ ისიც ალბათ ცდება, ზოგჯერ ალბათ ჩვენცა ვცდებით,
მერე ვხვდებით, ჩვენს შეცდომებს, შაქარივით ლამის ვდნებით,
ზოგს ვაკეთებთ სიყვარულით, ზოგს ვაკეთებთ ჩვენაც ნებით,
მაგრამ არ სჯობს არაფერი რაც კეთდება გონის ვნებით, 

ვიცით დროა მოარული, დრო ჩვენშიაც ბევრს ვერა ცვლის,
რადგან კარგად ვიცით, ვხდებით, სულ ამ ქვეყნად ვეერ ვიქნებით,
რას დავტობევთ, ან რას შევქმნით, რა ბილიკებს ან გავყვებით,
დარწმუნებით ვიცით კარგად, ფონს ვერ გავალთ ცრუ ფიქრებით,

ლამაზია ეს სიცოცხლე, ტკბილიც ისე, როგორც  თაფლი,
მაგრამ რადგან მზე ამოდის, დილა ლაღად გვითენდება,
რაც არ უნდა გავისარჯოთ, სადღაც ოდნავ მაინც ვცდებით,
რადგან მთვარე გადმოგვყურებს ვარსკვლავების ლამაზ თვლებით, 

რამდენადაც ლამაზია ეს სიცოცხლე მიწიერი,
არის იმდნად მიმზიდველი და ვერაფრით ვერ ველევით,
რადგან ჩვენი სამშობლოა, ვით სამოთხე , ვით ედემი,
ხან სევდაა, ხან დარდია და ჩვენც რწმენის ვართ მცველები,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები