ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2023


ს ა დ ა ხარ

ეხა, მ ე გ ო ბ ა რ ო
ავტ; ნ ე ქ ტ ა რ ი

სადა ხარ , როცა მე მოვიწყინე
და ძველ მეგობრებს დავეძებ სანთლით,
გადავიარე აღმართ–დაღმართი,
სოლოლაკის და მთაწმინდის ჩათვლით,
რა გაეწყობა წავალ ჩემს გზაზე,
დედა ენიდან ვისესხებ მარცვალს,
მგონი ღირებულ სათქმელს ვერ  ვამბობ
გზააბნეული ამიტომ დავალ
მე მოვიწყინე რადგან არ ვიცი,
აქ კიდევ ვინმე თუ მეტყვის მართალს,
მოვა მაისი აყვავდებიან
მდელოები და ბაღ–ვენახები,
გავყვები სურნელს ტყიდან მომავალს
თეთრ ტყემლებშ დავიმალები,
რომ არადშემხვდეს, გადამეყაროს,
ცივი გული და ავი თვალები,
და თუ ოდესმე გაგახსენდები,
მოდი მიგიღებ სულის წვალებით,
ახლა გაწვიმდა თბილისის ცაზე,
ამოგვიჩემა არ ვიცი რატომ,
ვერ შევეფარე დედა ენის ბაღს
ბაღსაც, რომ არის აქ ახლოს, არტოს,
ვინ წაიკითხავს ახლა აქ ამას,
მანამ ჩემგვარი დრო დაუდგებათ,
მერე კი მერე, მგონია მაინც,
წამკითხვეს სულში ექნება შვება,
თავიდან არვინ არ ფიქრობს რამეს,
ბოლოს უბრალოდ დაფიქრდებიან,
ვინ სად და რატომ იყო მართალი,
რომ სამყაროსგან ჩვენზე ცდები,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები