ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2023


????

ფიქრები შენს მოსვლას ელიან,
რა ვქნა თუ ლოდინი მასწავლეს?
ძლიერნი გრძნობებზე მღერიან,
მე სურვილს ჩემს შიგნით ვაწვალებ.
სისუსტე შერეულ ოცნებებს
გარეთ ვფენ ქარების იმედად,
იქნება ჩემს ნაცვლად მოდებდეს
ქვეყანას, რომ ვიქეც წვიმებად,
ათქვირდეს ზეცა და შეეხლას
ფარდებიც დაკეტილ დარაბას,
შენ იჯდე ოთახში ვეება
მაგიდის კუთხეში ანაზდად
და უცებ გაოცდე კიდევაც
ქარიშხლის თავნება ქცევაზე,
მერე კი დაფიქრდე იმდენად
გადავლა მოგინდეს ჩვევაზე,
გატეხო ნავსი და ამიკლო
კარებზე გაბმული ზარებით,
თან გსურდეს იმ წამსვე გაგიღო
შეშლილი გრძნობით და თვალებით.
ქარების დაცვენილ ჭორებში
სიმართლის ბილიკებს ეძებდე,
მოგინდეს ჩათრევა მორევში,
მოგინდეს უჩემოდ ვერ ძლებდე...
---
დილისკენ ან თუნდაც საღამოს,
როცა მზე თავისას გაიტანს
შენეულ აჩრდილებს ვდარაჯობ...
მოდი და გააქრე, არ მინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები