ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2023


თუ არ მოხვალ სამოყვროდ

მენატრება ის წლები, -
ერთმანეთს რომ ვავსებდით...
დილას კოცნით ვიწყებდით,
ღვინით სავსე თასებით

ერთად ყოფნას ვლოცავდით,
უსათუოდ კარგები...
და ვტკბებოდით მოცარტის,
რ. ლაღიძის ჰანგებით.

ახლა შენზე ფიქრებით
გულს ვიჯერებ სევდიანს,
ბეჩავს ისე მჭირდები,
ვით მარიტა - გედიას.

ახლა ალბათ სხვასთან ხარ,
სხვასთან იყოფ სარეცელს,
კვლავ მსურს შენი დანახვა,
ლამის არის დავეცე.

თუმც ჯერ კიდევ ფეხზე ვარ,
მსურს ამ სევდას უშველო...
ჩემს ბაღნარში ენძელაც
აღარ ჰყვავის უშენოდ.

ისევ მინდა მოხვიდე
ჩემთან შენი სურვილით,
მო... მწყურიხარ კოლხიდელს,
მაშ, დამიცხრე წყურვილი.

თუ არ მოხვალ სამოყვროდ,
გული არ შეგიცოდებს...
ჩემს მკლავებში სხვა გოგო
აღმოჩნდება, იცოდე!

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები