ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2023


მ ე და ......

მ ე  და ....
ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი

მივუყვებოდი დაცარიელებულ ქუჩას ნელი ნაბიჯით, რადგან ფიქრი იყო ჩემთან და არ მასვენებდა, თითქოს დროს ვუთმობდი და მასთან დამშვიდობება არც მინდოდა,
ვერის აღმართს შევუყევი, ხეები რიგში ჩამდგარ არსებებს ჰგვანდნენ, მე მივდიოდი და მოკრძალებულად ვეხებოდი მათ ხელით, ისე, ხელს რომ ართმევენ დიდიხნის უნახავ მეგობრებს, რომელთა სახეზედაც დაკვირვებული თვალი ბევრ რამის წაკითხვას შეძლებს,
ცა საოცრად ნათელი და კამკამა იყო, წყაროს წყალივით სუფთა, ღრუბელს ვერსად ნახავდით მთელს სივრცეში,
მოულოდნელად მწიფე შინდისფერი ძვირადღირებული ავტომანქანა გაჩერდა სულ ახლოს, კარი სწრაფად გაიღო და ახალგაზრდა კაცი თითქმის გადმოხტა იქიდან, იქვე მაღაზიაში შეირბინა, 
რატომღაც, მეც იქვე, ხის დაკოჟრილ ტანს მოვკიდე ხელი და შევჩერდით მე და ფიქრიც.
ამ დროს მაღაზიის კარები ხმაურით დაიხურა,  ავტომანქანისკენ ჩქარი ნაბიჟით მიმავალ ახალგაზრდას შევასწარი თვალი.
მუქი თმები შუბლზე ჩამოჰყროდა, საკმაოდ ჩაფსკვნილი იყო, კარგად ნაკვებს ჰგავდა,
უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, რომ საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალი, თითქმის მისივე ასაკის გოგონას გაბზარული ხმა გაიბნა სივრცეში.
როგორ ხარ ზაზა, მიხარია შენი ნახვა, რას შვრები, როგორ ხარ, რას საქმიანობ, სკოლის შემდეგ შენი ამბავი აღარ მსმენია,
ხო  ასეა, ძალიან მოუცლელი ვარ, სად მნახავდი ფეხით მოძრაობა საერთოდ არ მიწევს,
რატომ? სუსტი ხმით ჰკითხა გოგონამ, ალბათ  სამსახური, არა?
ჰმ! ჩაიცინა ახალგაზრდამ, არა, მამაჩემთან ერთად ვარ, ბიზნესები გვაქვს, თავის მოსაფხანად არ გვცალია,
ალბათ ბიზნესის განხრით ისწავლე  და კარგად გაართმევ თავს საქმიანობას- ეუბნება გოგონა.
იცი რას გეტყვი, იმ საქმიანობას, რასაც დღეს ბიზნესი ჰქვია და ჩვენ ვაკეთებთ, მთავარი არ არის უმაღლესი მეცნიერული ცოდნის ქონა, მთავარია გქონდეს ფიზიკური ძალა, ცოტა ისეთი იყო, რისკიანიც, დაუნდობელიც, როცა საჭიროა შეუბრალებელიც, შენი უნდა გერჩივნოს, და გაიტან ლელოს, კარგი ცხოვრება უნდა გინდოდეს, სულ ეს არის და ეს.
შენ რას შვრები?-შეუბრუნა გოგონას კითხვა იმ ახალგაზრდამ,
შენი ამბავი რომ ვიცი, სწავლას გადაყვებოდი,
კი ასეა, პასუხობს გოგონა, დავამთავრე უმაღლესი, კვალიფიციური რეზიდენტი ვარ, მაქვს გამოგონებაც, დავოჯახდი, მყავს 4 შვილი, ძალიან კარგად სწავლობენ ჩემი შვილები, მადლობა უფალს ძალიან ნიჭიერები დაიბადნენ და მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ხელი არსად შევუშალოთ შვილებს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ სათანადო მიყოლას და ხელისშეწყობას,
და სად მუშაობთ?-ჰკითხა ახალგაზრდამ.
მე, მ ე, მ მ ე ე, ძლივს მოახერხა პასუხი გოგომ, -ყვავილებს ვყიდი, ულამაზეს ყვავილებს, სიხარულს ვუნაწილებ ადამიანებს მათი მირთმევით,  ბედნიერი ვხდები, როცა შემძენის გაბრწყინებულ  თვალებს ვხედავ, ან დასაჩუქრებულისას.
ახალგაზრდამ გადაიხარხარა, აბა შენ იცი ნუ მოიკლებ ბედნიერებას,
იცი რას გეტყვი? -ბედნიერების არაფერი გაგეგება, 
შენ სკოლაშიც ასეთი იყავი, გახსოვს? ეუბნება ახალგაზრდა, კლასელები კარგ ნიშანს რომ მიიღებდნენ შენს მეტს არც არავის უხაროდა მათი წარმატება მგონი და ხშირად დაგცინოდნენ კიდეც ამაზე.
მაგრამ ადამიანები, როგორც ჩანს არ იცვლებიან, როგორიც ხარ, ხარ და მორჩა, თქვა ეს და არც გამომშვიდობებია, ისე ჩახტა ავტომანქანაში და ისე მოწყვიტა ადგილიდან რომ გოგონას შიშის ჟრჟოლა მოჰგვარა.
დიდხანს ვიდექი ამ ამბის მომსწრე ხეზე მიწებებული ხელით და მივყვებოდი ფიქრს სხვა  ახალი, უცხო მიმართულებით, რომლის ყველა ნაწიში იდგა ის ახალგაზრდა, რომელიც სულ ახლახანს, მოწყდა ადგილს წამში ძვირადღირებული მწიფე შინდისფერი ავტომანქანით.
არ იყო გასული რამდენიმე წუთი, რომ გაისმა სასწრაფოს გამაყრუებელი და შემზარავი სირენების ხმა და პოლიციის ავტომანქანების აჩქარებული მდინარება ჩემს თვალწინ.
ადგილიდან ვერ ვიძვროდი, თითქოს რაღაცას ველოდი, რაც სწორედ აქ დაიწყო და აქვე უნდა დამთავრებულიყო.
უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ ქუჩაზე, ჩემს მხარეს, ორი ქალბატონი შეშფოთებული სახით მიახლოვდებოდა, მათ საუბარს მოვკარი ყური, რომ აქვე, ახლო მდებარე სახლს შეჯახებია ძვირადღირებული მწიფე შინდისფერი ავტომანქანა და მძღოლი, რომელიც მარტო იმყოფებოდა ავტომანქანაში, ადგილზე გარდაიცვალაო.
ღმერთო ეს რა ხდება, ყოვლისშემძლე ჩვენო მფარველო, გავიფიქრე და იმ გოგონასკენ გავიხედე ყვავილების ახლოს, კლასეკთან რომ საუბრობდა რამდენიმე ხნის წინ.
ახლა იგი იდგა ფერდაკარგული, სასოწარკვეთილი და თავშეუკავებლად ქვითინებდა.
არ ვიცი, ეს ბედისწრაა, თუ რამ სხვა,
რა არის ბედნიერება, ვეკითხები ჩემს ფიქრს, რა?
სად  არის და როგორია ის?,
ვის შეუძლია და როგორ, მისი მოპოვება?
დუმილი იყო ჟამისფერი, გიშერშეპარულ ღამესავით, ზეთისხილისფერი დასასრულით და ნახშირისფერი ღრუბლებივით, ცაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები