 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 ივნისი, 2023 |
თუ ბავშვი ბედნიერია, ყველა ბედნიერია: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, მამიდა, დეიდა, ბიძია და ასე შემდეგ.
,,ყველაზე წრფელი ბავშვის თვალებია“. ეს სიტყვები დოსტოევსკის ეკუთვნის.
როგორც ანტუან ეგზიუპერი ამბობს: „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“.
მამა არ ვარ, მაგრამ ბავშვებზე ვგიჟდები! არა აქვს მნიშვნელობა ვისი შვილია, ყველა ბავშვს სიამოვნებით ვიხუტებ გულში. ❤ ჩახუტებით სითბო გადადის. ❤ ბავშვები უცოდველი კრავები არიან!
გიზო ნიშნიანიძეს თავის წიგნში „პაემანი ვერაზე“ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„თქვენს გულში ვზივარ და სულ ვწუხდი, ამ ოქროს ხელიდან გაშვებას, ქედს ვუხრი... ხარკს ვუხდი ყველაზე დიდ მეფეს - მის უ დ ი დ ე ს ო ბ ა ს, მის უ წ მ ი ნ დ ე ს ო ბ ა ს, მის უ გ ი ჟ ე ს ო ბ ა ს, მის უ ც ი გ ნ ე ს ო ბ ა ს, მის უ ტ კ ბ ი ლ ე ს ო ბ ა ს... ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს!“
ამ ბოლო დროს საბავშვო ლექსების წერას მოვუხშირე. ადრე მსაყვედურობდნენ: „ბავშვებზე რატომ არ წერო“... ახლა აღარ მსაყვედურობენ: „გამოსწორებულხარო“.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
მინდა მყავდეს გოგონა დედასავით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას სიყვარული მამასი.
თუ ოდესმე ღვთის ნებით მეც მეყოლა გოგონა, ჩემი სუნთქვა იქნება, ჩემი ჭიაკოკონა.
თუმც არ მქვია მშობელი, მეც მიყვარან ბავშვები... მათთვის ყველგან ყოველთვის უთქმელადაც დავშვრები.
ცრემლებჩამდგარ თვალებში ცრემლებს კოცნით მიშრობენ, ბავშვებისთვის წყალობას შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს.
მინდა მყავდეს გოგონა შვლის ნუკრივით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას ერთგულება მამასი.
თუ მეყოლა გოგონა, მას დავარქმევ მარიამს... გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან.
ოთარ რურუა
.............................................................................................................................................................................................................
ლამაზი ბავშვი
გულში მიხუტებს ლამაზი ბავშვი, მკერდში ჩამიკრა ლამაზმა ბავშვმა, მაქვს სიხარულის ცრემლები თვალში, მსურს: გავაჭენო როგორც თარაშმა
ცხენი - კოლხური სისხლის ულაყი, თუნდაც ენგურმა იწყოს დაშრობა... ლამაზი ბავშვის მხიბლავს უნარი, ლამაზი ბავშვის მიყვარს ბავშვობა.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|