ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2023


მერე კი, მ ე რ ე ...

მერე კი  მ ე რ ე....
ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი

მე ჩემს დღიურებს, ახლა უკეთ შევავსებ სევდით,
რადგან სევდის ხმას არასოდეს არა აქვს ექო
და მინდა მუდამ სულის ტკივილს ერქვას სახელი,
რომ უკეთესი ბედისწერა მას მაინც ერგოს,

მიდის წამები, მიმიძღვება წინ  და არ ვიცი,
სადამდის არის მაინც ჩემი აქ გასავლელი,
წვიმის წვეთები სად მიწვდება ანდა სადამდის,
რომ ყვავილები იყოს ნამით ლაღი და სველი,

მე მიხაროდა, იცი, ალბათ, ყველაზე მეტად,
გაზაფხულები და სიცოცხლის გამოღვიძება,
მერცხლების მართვე, რომ ამივსებს თავის ტკბილი ხმით
ამ ჩემს სამყაროს და სივრცეში ჩაიძირება,

მიდის დრო ისე, როგორც ვიცით, როგორც სჩვევია,
ჩემს სიმპათიას გაურბიან ცისკენ ალვები,
ვიცი სიცოცხლეს დასასრული ექნება სადმე
და კარგად ვიცი,  ვერც მე  ვერსად დავემალები,

მერე თვალები, ჩემი ლურჯი და ზღვის სადარი,
დაიხუჭება და ფერით ზღვას მიუერთდება,
და აყვავდება თეთრი ვარდი მინდვრად ერთხელაც,
გვირილის ტბები აღლდება უთეთრეს მთებად,

სამყარო მუდმივ ცვალებადობს და ყველა კანონს,
არსად დაგიწერს, მაგრამ იღებს ხშირად ცვლილებებს,
გვინდა არ გვინდა ვეყრდნობით და ვმორჩილებთ უხმოდ
და უნებლიეთ ჩვენი სული ყველას ილექებს

და მერე როცა გაავდება ამინდი აქეთ
მოულოდნელად ცის თაღზედაც ბევრჯერ იელვებს,
მერე კი როცა გაიდარებს, მზე გამოჩნდება,
გაეღვიძება თვალყვითელა ამაყ იელებს,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები