ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2023


ყოფნა-არყოფნა

(ამეკვიატა ფიქრი ბოდლერის...)
მახსოვს მორიგი ხეტიალისას
შემომეყარე მოულოდნელად,
დამწვი, დამდაგე ცეცხლის ალისებრ.

შენ დამავიწყე, რაც კი ვიომე,
შევბოჭე ქარი იალქანებით,
მიჩვევდი ისე, ვით ოპიუმი
და უფსკრულისკენ მიმაქანებდი.

არ ვიცი, ვინ ხარ ცხადი თუ ხილვა,
ანგელოზი თუ ეშმაკეული,
შენამდეც ბევრჯერ გადავჩეხილვარ
და არ მტოვებდა სული წყეული.

ნი, აი ახლა ამ მოგონებებს,
ვაბარებ ფურცელს უსათაუროდ,
ჩემში ვაცოცხლებ ბოდლერის ვნებებს,
დავლევ და მერე ისევ ავურევ

და გარიყული, როგორც ცამეტი,
მსხვერპლი ამ ბრბოსი ცრუმორწმუნეთა,
ვეღარ ვისვენებ ერთი წამითაც,
ყოფნა-არყოფნა?!.. ვაგდებ მონეტას...

დანტე დარდიანი    07/06/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები