თხის რქა
ყველა ჩვენგანს რაიმე უნდა დაგვეხატა, ერთი პირობით; ნახატი ჩვენივე გზის დასაწყისისთთვის უნდა მიგვესადაგებინა. ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენს ნამუშევარში ჩვენივე გზის დასაწყისი უნდა არეკლილიყო. ვინც ამას ყველაზე უკეთ შეძლებდა, გამარჯვებულად გამოცხადდებოდა. როგორ და რნაირად მივაღწევდით ამას, როგორ გამოვსახავდით წინსწრაფვას, ეს უკვე ჩვენზე იყო დამოკიდებული, არცევანში სრულიად ტავისუფალნი ვიყავიტ, შეგვეძლოსრული გასაქანი მგვეცა საკუტარი წარმოსახვისტვის. ვიფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ კონკურსი არ იყო, ფსიქოალიზის რომლიღაც საფეხურთან გვქონდა საქმე და ყოყმანი არარ დაგვიწყია, თორმეტმა ყოჩაღმა მოგზაურმა ფანქრები მოვიმარჯვეთ და პირველი მნახაზები გავაკეთეტ ქაღალდისვ ტეთრ ფურცელზე... არ ვიცი, ეს ვის რაში დასჭირდა, მაგრამ სე იყო. არავითარი ჰოლოგრაფია,არავითარი სივრცული გამომსახველობითი საშუალებები, ვით რეალობა რომ შორს ჩამოიტოვეს... უნდა გვეხატა ისე, როგორც დიდი ხნის წინათ ხატავდნენ დეამიწაზე, უბრალო ფანქრიტ უბრალო ქაღალდზე. რაიმე სხვა საზრუნავი არაფერი არბ გვაწუხებდა, თავს ყველანი მშვენივრად ვგრზნობდით. ‘’დიდმა წვეთმა’’ (ჩვენი ხომალდის სახელი გახლავთ) დიდი კეთილგანწყობით მიგვიღო. რა უნდა გვენატრა, რომ წამებში არ ასრულებულიყო. დავსეირნობდით ხან ლგუფჯგუფად, ხან ცალკცალკე, ხომალდის საოცარ შიგთავსს ვათვალიერებდით,ვსწავლობდით, და ვეცნობოდით, და არამარტო ხომალდს, ერთმანეთსაც ვეცნობოდით. არცერთ ჩვენგანს თვალითაც არ გვენახა ერთმანეთი, სანამ დიდ წვეთში’’ არ მოვიყარეთ ტავი, და ესერთგვარად ძალიან საინტერესო იყო. მანამდე თვალით უხილავი უცხო გარემო, თვალითაც რომ არ გვეხილა ოდესმე, ასევე უცხო სახეები...ეს ყველაფერიმერთადვ აღებული ზალიან საინტერესო გვეჩვენებოდა , საითაც არ უნდა გაგვეხედა, რაიმე ახალს და უცხოს ვხედავდით ყოველთვის, და ეს ძალიან მოგვწონდა. თიკნებივით მხიარულობენო, ალბათ ეს სიტყვები ცვენზე იქნებოდა ზედგამოჭრილი. ჰოდა, აბა რა იყო ეს პატარა დავალება, რაიმეს დახატვა, ამას როგორ დავიზარებდით... თორმეტმა ნახატმა მოიყარა თავი... არ ვიცი, უკცე ვთქვი თუ არა, თორმეტნი ვიყავით რიცხვით. მე მშვილდოსანი დავხატე, ხელში მოზიდული მშვულდიტ აღჭურვილი.ისარი მშვილდის დაჭიმული ლამბზე იდო, ხელის ოდნავი მოზრაობა ცოტაც და გაფრინდებოდა. ჩემი აზრით, გზის დასაწყისს ამაზე უკეტ ვერაფერი გამოსხახავდა. ცვენც ხომ მივფრინავდიტ, ამ დიდებული ომალდის წიაღში შეყულულები..ესესაა გაგვტყორცნეს სივრცეში. .მართალია სულმსხვა სიჩქარითვ და სულ სხვა ტექნიკით მივფრინავდიტ, მშვილდისრის მასთან შედარება, მეტიმომ არ ვთქვათ, ნამდვილი ბავშვობა იყო, მაგრამ ცემი ნახატი წინსწრაფვას ნამდვილად კარგად გამოხატავდა. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, ვფიქრობდი, ამას ხვებიც დააფასებდნენ, იქნებ გამემარჯვა კიდეც... თანაც მშვილდისარი კარგად მიესადაგენბოდა იმ მასალას, რაც ჩვენ შემოგვაჩეჩეს ამ დავალების აღსასრულებლად, მშვილდისარიც ძვწლისძველია, როგორც ქაღალდიდეა ფანქარი. არავითარი ჰოლოგრაფია, ან რაიმე მისი მსგავსი, ტექნიკურად სრულქმნილი გამომსახველობითი საშუალებები. და სარძთოდ, ჩემი აზრით, მშვილდისარი განსაკუთრებით კარგად გამოსახავს წინსწრაფვას. ამ მხრივ მას ვერ შეედრება ვერაფერი, ვერანაირი ზესწრაფი რაკეტა თუ ომალდი. დაჭიმული მშვილდი ყველაზე თვალსაჩინოდ იჭერს იმ ერთადერთ წამს, რასაც გზის დასაწყისი ჰქვია. ნახატს სხვა მხრივაც წავახმარე ხელი, რათა წინსწრაფვა რაც შეიძლებოდა შთამბეჭდავად წარმომეჩინა. მშვილდოსანი ძველებურ ფართოკალთებიან სამოსელში გამოვაწყვე, ხშირი გრძელი თმებით შევმოსე. ქარი უფრიალებდა სამოსელის სახელოებს და ხშირი თმის კულულებს, ცხადია, მშვილდის ლამბზე დადებული ისრის მიმართულებით. ამაზე თვალსაჩინო რაღა უნდა ყოფილიყო, როცა საქმე წინსწრაფვას ეხება. შევყურებდი ნახატს და სულ უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი, რომ გამარჯვება ნამდვილად მე დამრჩებოდა. ამაში ეჭვი თითქმის არც კი მეპარებოდა. ... და რა მწარედ გამიცრუვდა იმედი, ვერ გავიმარჯვე ამ კონკურსში, გამარჯვება სულ სხვას დარჩა.. ეს ‘’სულ სხვა ‘’ თხის რქა გახლავთ.მერედა, რა დახატა, არ იკითხავთ? დახატა თხის რქა... სწოწედ ეს აღმოჩნდა გნიალური მიგნება. ჩვენ ხომ გზის დააწყისში, თხის რქის თანავარსკვლავედში ვიმყოფებოდით. სწორედ ამ იტომ, ქათალდზე დახატულმა თხის რქამ ყველაზე უკეთ აირეკლა ჩვენი გზის დასაწყისი. დანრცენი ნახატები სალაპარაკოდც არ ღირდნენ, ჩემიც მათ შორის. არცერთ ჩვენგანს აზრადაც არ მოსვლია თხის რქა დაეხატა, როცა თვითონ თხის რქუს თანავარსკვლავედში იმყოფებოდ, ანუ გზის დასაწყისში. არადა, რა უბრალო რამაა...აკლა ყველას გვიკვირს, ეს რ დამემართა, რა გადამეფარა გონებაზე, რატომ ვერ მოვიფიქრე დამეხატა თხის რქა, როცათვითონაც თხის რქის თანავარსკვლავედში ვიმყოფებოდი, ეს ხომ ყველაზე უკეთ აირეკლავს თავის თავში ჩვენი გზის დასაწყისს. ვერ შევძელით და მორჩა, ამაზე ლპარაკიც აღარ ღირს. ვერ დვინახეთ ასეთი უბრალო რამ... დიახ, ასეა, ყველაზე ძნელი სწორედ ამ უბრალო რამის დანახვაა, როგორც ძველისველი ეშმარიტება ღაღადებს. სასწაულებს ქმნის ადამიანის გონება, , მაგრამ უბრალოება მისთვისაც მიუწვდომელია, არ შეუძლია, გამოიხმოს იგი, ახლოსახ ვერ ეკარება. სამსახურში ჩააყენოს. ვინ ახსნის ამ უბრალოების საიდუმლოს, ერთი რამ ცხადია, თუ რაიმე ოდესმე რაიმე წინააღმდეგობათაგან მოქსოვილა, სწორედ მასძე უბრალოებაზეითქმის. რა ხლოსა და ამავე დროს რა შორს, აქვეა, ჩვენს ცხვირწინ, ამავე დროს მიუწვდომელია. ვერა დაინახავ, რაც არ უნდა საგანგებოდ მოინდომო... ყველა ვარსკვლავი რომ ერთდ აფეზტქდეს, ისიც კი ვრრ გაგლნათებს გზას მისკენ. ის თვითონ უნდა მოვიდეს, როგორც თვიტონაა, ისევე უბრალოდ, უჩინრად. ისიც შეიძლება, ვერც კი შეამჩნიომისი მობრძანება, ისე თი უხმაუროა და ჩუმი. არასოდეს ყვირიდ ავის თავზე, შემომხედეთ, ეს მე ვარ, უბრალოება მქვია სახელად, და არავინ და არაფერია ამქუეყნად ჩემზე აღმატებული. ძალზე საწყენია, რომ გვერდი ამიქცია, ჩემთან არ მოვიდა ეს მეტად უბრალო და ამავე დროს ყველაზე აღმატებული სტუმარი. ამდენად, არც რაიმედ ფასობს ჩემი ნაცოდვილარი. ითქმისარადა, როგორ ვცადე, თავი ფიქრებით გავიცხელე, მთელი სული დ გული ჩავაქსოვე ჩემს ‘’მშვილდოსნში,’’ თურმე სულ ტყუილად... და რა დახატა თვითონ მშვილდოსანმა? ამ ას საგანგებოდ მივაქციე ყურადღება, სხვების ნახარტებისკენ არც კი გამიხედავს...მშვილდოსანმა დახატა მორბენალი ბავშვი, რომელიც ბურთს მიაგორებს. მშვენიერი ნახატი იყო, მე თუ მკითხავთ, მხატვრის ნიჭი აქ უდავოდ ჩანდა, და რად გონდა, ნასაც ტყუილად ცაურა ყველაფერმა. მიუხედვდ იმისა, რომ ცდა არ დაუკლია, ერთგვარად გადააჭარბა კიდეც საკუთარ თავს, იმ გაგებით, რომ ბურთი „დიდ წვეთს’’ დაამსგავსა, ანუ ჩვენს ხომალდს. მასაც მარგალიტისფერი ათინათი გადასდიოდა...მირბის ბავშვი და ძ““დიდ წვეთს’’ მიაგორებს...და ჩვენც , იმ ბურთის წიაში მოკალათებულებს. საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა აქ მშვილდოსნა, მაგრამ რა, დიდმა მცდელომამ ამაოდ ცაუარა მასაც... ჩვენ, თორმეტი ყოჩაღი მოგზაური, ფართო რკალს მივყვებით, რომელსაც სახელად ‘’ზოდიაქო’’ ჰქვია, ცხადია, პირობითად. ეს სახელწოდება იველას ძალან მოგვწონს, ლამაზად ჟღერს, შინაარსითაც მიმზიდველია, ზოდიაქოს ნიშნები წარმოსახვს ფრთებს ახამს, ირდვლივ ყოველვე უფრო ფერადოვანი გეჩვენება.ამას გარდა, ძალიან მახლობელია და მშობლიური, ხშირხშირად შემახსენებს ჩემს მშპბლიურ ცთომილს დედამიქას, ასენ~ვე უახლოეს ვარსკვლავს, სახელად მზე რომ ჰქვია... ეს ბოლო სიტყვები მხოოდ მე მეკუთვნის, მთელ ხომალდზე ერთადერთი მე ვარ მიწიერი წარმომავლობის, დანარჩენები სულ სხვა სხვადასხვა ცთომილებიდან არიან. მივყვებით მზის გზას, როგორც ამას თვით სახელწოდება გულისხმობს, თანმიმდევრულად ვინაცვლებთ ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში, ასეთნაირადაა წარმოდგენილი ის სივრცე, რომელიც ‘’დიდმა წვეთმა’’ უნდა გაარღვიოს. და ჩენც, თორმეტი ყოჩაღი მოგზაური, ზოდიაქოს ნიშნებს ვიმეორებთ, ანუ, ყველა ჩვენგანს ზოდიაქოს რომელიმე ნიშანი ახატია მკერდზე, სახელიც მისი შესაბამისი ჰქვია. ერთი სიტყვით, ჩვენ ყველამ ერთად, დროებით ავივიწყეთ ის სახელები, რაც უწინ ჩვანს მშობლიურ ცთომილებზე ბვერქვა. ასეა მიღებული ისეთი შორეული მოგზაუერიბისთვის, რომელშიც ახლა ვართ ცართულნი. უფრო მხერხებულიაო, ამბობენ. ამით ერყგვარად მარტივდება უამრავი ურთულესი პროესი, რაც თან ახლავს ამ ზომამდე ფართო რკალზე გადაადგილებას. მის თანმდევ გამუდმებულ წიაღსვლებს დროსა და ივრცეში. მარტივდება სქემების და ალგორითმების შედგენა ზემძლვრი გამომთვლელი მანქანებისთვის, ციფრებისნიაღვრებს რომ ანთხევენ თავიანთი ამოურქყავი სტომაქებიდან. უფრო იოლი ხდება ხომალდის შიდა პროცესები, სასიცოცხლო ურთიერთობანი, დროის შიდა რიტმი. უფრო ადვილი გასაშიფრია სახომალდო ჩანაწერები, რომლებიც ისტორიის კუთვნილება გახდება მოგზაურობის დასრულებისთანავე. ერთი სიტყვით, შევიცვალეთ სახელები, ახალი სახელები დავირქვით, ყველა ცვენგანს ზოდიაქოს რომელიმე საელწოდება ერგო, თხის რქით დაწყებული, ვიდრე მშვილდოსნამდე. ეს ნიშნები ყველას მკერდზე გვაქვს გამოსახული სახომალდო კომბინეზონზე. ამით ნამდვილად არაფერი დაშავებულა. უფრო მეტიც, და თავი შესანიშნავდ ვიგრძენით. ძველისზველი ჭეშმარიტებაა; ყველას რატომღაც ახალისებს სახელის გამოცვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდად სახელგანთქმული არ ბრძანდება, ვერ მოასწრო დიდებისმოხვეჭა. რაღაც სხვა გქვიაზ? ძალიან კარგი, სულ სხვა ადამიანი გახდი,სხვა ცხოვრებაში შეაბიჯე. ყველაფერი, რაც აქამდე გინახავს და განდიცდია, უკნ მოიტივე გველის ტყავივით. ჰო, ასეა ნამდვილად, ყველას მოსწონს ახალ ცხოვრებაში ფეხის შედგმა და ძველზე ფარდის ცამოფარება. არის ამაში რაღაც მეტად მომხიბვლელი. წარსული დღეებისგან მოქსოვილ დროით ქს ბადეში ყოველთვის მოიძებნება უსახური, მახინჯი წერტილები, რომელთა ხელახლა დანახვა არც ისე სახალისოა. რატომთაც კი ისე ხდება, რომ წარსულზე თვალის გადავლებისას უწინარეს ყოვლისა, სწორედ ასეთი მახინჯი წერტილები შეგეჩხირებიან თვალში. მშვენირი მოგონებანი ა მხრივ ბევრად უფრო მოკრძალებულად იჩენენ ტავს. თუმცა ვერც ისინი იწვევენ დიდად საამურ განცდებს, ისინი უმეტესწუილად დარდისა და გულდაწყვეტის გრძნობას აღძრავენ ხოლმე, რამდენადაც ცხოვრების ამაოებას და სწრაფწარმავლობას ეგვახსენებბენ.ამიტომ გვახარებს წარსუზე ფარდის ცამოფარება, ადამიანი წინ იყურება მომავალი ახალისებს, წარსული ასევდიანებს. ...და ჩვენც, თორმეტი ყოჩაღი მოგზაური, ძალზე მხნედ და მხიარულად ვგრძნობთ თავს. ძალიან მოგვწონს, რომ ძველი ცხოვრება თვალს მიეფარა, ახალი კი ესესაა იწყება. თიკნებივით მხიარულობენო, ალბათ ასე იტყოდა ჩვენზე ვინმე გარეშე მჭვრეტელი, და აქ არაფერია გადაჭარბებული. სიარულს დავაპირებთ, უნებურად სირბილი გმოგვდის, ისე მივისწრაფვიტ წინ. რაიმე საქმეს მოცკიდებთ ხელს, გვჩვენება, თითქოს ვთამაშობთო, ისე ხალისიანად ვირჯებით. და არცად, ერთი წამითაც არ იკარგება ეს ხალისიანი განწყობა. ვერაფერი ვერ უშლის ხელს და ვერ აფერხებს ამ ხალისიან განწყობას, თუნდაც ის გარემოება, რომ ყველანი სხვადასხვა სამყაროებიდან ვართ. ანუ, თორმეტი მოგზაურისგან შემდგარი ჯგუფი ძალზე ჭრელი წრმომავლობისაა. ორიც არ მოიძებნება ჩვენს შორის ისეთი, ერთი და იგივე ცთომილის შვილები რომ იყვნენ. . ერთადერთი, მე ვარ მიწიერი წარმომავლობის ამ ჭრელ ჯგუფში, დანარჩენები სულსხვადასხვა ცთომილებიდან არიან. უფრო მეტიც, აქამდე ერთმანეთი თვალითაც არ გვენახა. , დღეს პირველად შევიყარეთ ერთად ‘’დიდი წვეთის’’ წიაღში. ასე რომ ერთსა და იმავე დროს ვეცნობით, როგორც დიდი წვეთს, ისე ერთმანეთს. სბს, რა მოგვაქწყენს, ყოველ წსმს ნაირნაირი შღაბეჭდილებები გვეყრება ძთავზე. ხანდახად ისივ კი მგონია, თითქოს უკვე დიდი ხანის ვიცნობდი ყველას, ტითქოს ჯერ კიდევ მანამდე ვიყავით გულითადი მეგობრები, სანამ ერთმანეთს თვალს შევავლებით. აკი მეცნიერებ მტკიცებენ, თითქოს ვენ ყველას, სხვადასხვა სამყაროების შვილებს, ერთი საერთო წინსპარი გვყავდაო. ჩემიაზრით, ამ არაუდში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. თუმცა მრავლად მოიპოვებიან ისეთებიც, სრულიად საწინააღმდეგოსრომ ამტკიცებენ. ასეა თუ სე, ჩვენი გადასაჭრელი არ გახლავთ ეს საკითხი, არც თავს ვიცხელებთ საამისოდ. წინ ახალი ცხოვრების გრძელი გზა გვიდევს, იგივე მზის გზა, რკალი ‘’ზოდიაქო,’’მზის ოქროვანი სინათლით გასხივოსნებული. ეს უკვე სალმარისი მიზეზი, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ცხადია, ის იღბლიანი მხატვარიც ბედნიერია, ვინც თხის რქა ახატა, მან ხომ გაიმარჯვა...თან რა ადვილად მიაღწია ამას, უბრალოდ აიღო გადახატა ის, რაც მკერდზე ეხატა... სხვათა სორის, ამაზე ფიქრი თავიდან არ მშორდება. დაეხმარა თუ არა თხის რქას ის გარემოება, ამ გენიალურ მიგნეაში ის გარემოება, რომ მკერდზე ეხატა თხის რქა? ბევრი ვიფიწრე ამაზე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ არა. ამ მხრივ იგი უფრო ხელსაყრელ მდგო,არეობაში სულაც არ ყოფილა ჩვენტან დანარჩენებთან შეარებით. ვერაფერი ვერ დაეხმარება და ვერ მოიწვევს იმ ერთადერთ, უბრალი წამს, როცა გონება თიტქოსდა ნათდება რაღაც უხილავი, მიუწვდომელი სინათლით. ის თვითონ, თავისთავად უნდა მოვიდეს შენთან, მოვიდეს და გაგაოცოს თავისი უბრალოებით. და რა კარგი, როცა ამ იშვიათ სტუმარს საკადრის მასპინძლობას გაუწევ, მის კვალს არ დაკარგავ, აღბეწდავ როგომე, თუნდაც ქაღალდზე. თხის რქას ერგო წილად ეს ბედნიერება.კარგადაც სეიფერა, პირდაპირ ბრწყინავდა სიხარულისგან, თუმცა ამს მიჩქმალვას ცდილობდა ნუ მაცდენთ, მე ხომ ძალიან დაკავებული ვარო, ასე გვითხრა ჩვენი მილოცვის პასუხად. ხედველობაში ის ქონდა, რომ სწორედ ახლა მოუწია მორიგეობამ სამართავ პულტთან, მაგმამ აბა, ცვენ რას გამოგვაპარაბს, დავინახეტ მისი სიხარული მის სახეზე მეტისმეტად ცხადი იყო, რომ არ გაგვენახა, მისი ხმახ უჩვეულოდ, რგორაც მუსიკალურად ჟღერდა, ცოტაც და მართლა თიკანივით მოჰყვებოა კუნტრუშს. ერთი სიტყვით, იმანაც შემატა თავისი ხმა ჩვენს სიხარულს, ახალი გზის დაწყებით გამოწვეულს, თუმცა აი საოცრება, მისი სახე სულაც არ გვეუბნება, დიდად ბედნიერი ვარო. როგორღაც დბნეულად ემოგვხედა, როდესაც ვენ აღტაცებული ჟრიამულით მივულოცეთ გამრჯვება. ძლივს ჩახვდა, თუ რასვეუბნებოდით. ცოტა მოგვიავებით როგორც იქნა ,მოახერა გაღიმება, თუმცა არც ეს ღიმილი ბრწყინავდა დიდი სიხარულით. გაგვაკირვა ამან,თუმცა არც იმდენად, ‘’თხის რქა ‘’დიდიწვეთის’’პულტთან იჯდა, ასე მოუწია მორიგეობამ, ალბათ სწორედ იმ დროს რაიმე საგანგებოშემთხვევაზე ფიქრობდა, რასაც მხოლოდ ის ხედავდა და აფასებდა, როგორც ხომალდის წარმმართვლი, ეს ადვილი საქმე სულაც არ გხლავთ, ისიც შეიძლება, რომ ზედმეტად მგრძნობიარედ აღიქვამს პასუხისმგებლობის ტვირტს. სწორედამით აიხსნებოდა მისი გონებადაფანტულობ. ჩვენ კი, დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნები, სრულიდ თავისუფლებივართ ამ მომქაჰცველი ფიქრებისგან, ყოველ შემთხვევაი მანამდე, სანამ ჩვენი მორიგეობის ჟამი დამდგარა, და უღრუბლოა ჩვენი ბედნიერება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|