ახლა სად ვარ? ოპერის გვერდით რომ ჩაის სახლია, იქ! მე და ჰელენი ჩაის ვსვამთ, მალინური მანგოს არომატის ჩაის. 2023 წელია, 14 თებერვალი, შვიდი საათი და თხუთმეტი წუთი. აქედან სად წავალთ? ჯერ ნიუპორტის ქუჩაზე, იქედან გაპონოვზე, ვივლით, ვივლით, გავცდებით ჩემს სახლს, მწვანეყვავილაზე გავისეირნებთ, ჰესის კიბეებს ჩავუყვებით, ხიდის შუაში გავჩერდებით, ჰელენი მოაჯირს გადააბიჯებს, მე ხელს ვკრავ და სამუდამოდ ჩავკარგავ რიონში... ჰეი, ჰეი, მოიცა, მანიაკი და მკვლელი შენ თვითონ ხარ... იმიტომ რომ _ ჯერ ერთი, რაც ახლა ვთქვი, ტყუილია, საერთოდაც არ ვარ ჩაის სახლში, მითუმეტეს ჰელენთან ერთად, ეს უბრალო ოცნებაა... ოცნების დასასრული რატომ არის ასეთი საშიში? არა, რას ამბობ, რა საშიში, ეს ყველაფერი მისტიკაა მხოლოდ, თქვენ კიდე წარმოდგენა არ გაქვთ რა შემემთხვა ამასწინად, როცა მთვრალი დავეხეტებოდი ჰესზე. მაგრამ სანამ მოვყვები, მანამ გაგეცნობი, მე პაპუნა ვარ, პაცეფისტი, ვეგეტარიანელი, ცხოვრებაში ქათამიც კი არ მომიკლავს. მიყვარს ლიტერატურა, და ჩემი საყვარელი მწერალი გილ პენდერია. ჰო, ვიცი რომ გილ პენდერი სინამდვილეში მხოლოდ ლირიკული პერსონაჟია, მაგრამ თავიდანვე თუარ აუხსენი ზოგ-ზოგიერთს რომ ეს ყველაფერი წმინდა ვუდის ადაპტირებული ვერსიაა, ტვინს გაბურღავენ. ჰო, კიდე რა ვთქვა ამბის მოყოლამდე? მოდი, დიდი კონსტანტინეს გავლენის ქვეშაც მოვექცევი, ხოდა... დიდება ბიძინას, ამ ღვთისნიერ კაცს, ის რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის რა გვეშველებოდა, ის რომ არა, დაგვბომბავდა რუსეთი, ის აჩერებს პუტინს თორე, დააჭერდა იმ კნომკას თითს და... უ-ტატატა... კონსტანტინე გამსახურდია რა შუაშია დებილო და, არ გახსოვს დიდოსტატის მარჯვენას როგორ იწყებს? კიდე კაი, საბჭოთა ხელისუფლებამ აღადგინა სვეტიცხოველიო... პარაოზს უგდებს ცენზორებს რა... ააა, მერე რომ ამბობს დამპალი ქალაქია ბიზანტიონიო? _ ეგ ნაცებზეა კაცო... კარგი ხო. მოკლედ ბიძინა ვადიდე, ახლა ერთი კაი გავლენიანი მღვდლის კურთხევაც მინდა და ეგაა... ნუ, ამასაც ეშველება... მოკლედ ვიწყებ: მთვარე თითქოს ბრძოლის ველზე დაფლეთილიყო და ნაფლეთ ნაფლეთ ეყარა რიონში მისი ყვითელი ნაწილები. ( ახლა წარმოიდგინეთ რომ კიდე 4-5 გვერდი ჰესიდან დანახულ რიონის ხეობას, ასეთი იდიოტური მხატვრული ხერხებით ავღწერ) წარმოიდგინეთ? _ კარგია... ჰოდა ამ მშვენიერებამ გამიტაცა და ფეხიც კი ამისრიალდა მოაჯირზე... არ მახსოვს ჩავარდნა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ხიდის ქვეშ, თეთრ ქვებზე გავახილე თვალი. პირველად რაც თვალში მომხვდა, ეს ცხენებშებმული ფაეტონი იყო, თეთრ ხიდზე რომ გაინარნარა. გამიკვირდა, რა ფაეტონი, რის ფაეტონი... ვოთ ზე ფაქინგ გოვინ აფმეთქი... ამოვედი... ამოვედი და რას ვხედავ, სადაა შენი მინის ფანჯრებიანი თეთრი ხიდი? ან ის მუცელმოშიშვლებული გოგონები სად არიან? დაფაშფაშებენ ქალბატონები ფაშფაშა კაბებითა და უცნაური ქოლგებით, დადიან ფაეტონები და მე კიდე ისე მშია, რომ მზად ვარ, აწმყოს გაანალიზება ჭამის მერე გადავდო, აი მანამდე კი, თეატრის უკან რომ საცხობია... მოიცა ერთი, რა საცხობი, რის ლობიანი, მგონი ისეთ ეპოქაში ვარ, საერთოდ არ იციან ლობიანი რას ნიშნავს. არა, თავიდან კი ვიფიქრე მერია აკეთებს რაღაც ახალ, ძველმოდურ სირობასთქო, მაგრამ... არც პიკასოს ბიჭის ქანდაკება... არც პაოლოს და ტიციანის ძელგი... _ უკაცრავად _ მომაძახეს უკნიდან, _ მომესმა თუ ჩემი სახელი თქვით უცნაურად ჩაცმულო ახალგაზრდავ? მეორადებში ნაყიდი, სერიოზული ჯინსი მაცვია, წითელი, კვასკვასა ბოტასები, თხელი მაისური და ზედ სპეციალურად საყელო მოხეული პერანგი... ჰო, თავზე შებრუნებული კეპი მახურავს, და დებილურ შარვალკოსტუმში ჩაცმულ, და გულისჯიბეში ვარდგარჭობილ ტიციან ტაბიძეს, ყოფნის ნამუსი და მე მეუბნება უცნაურად ჩაცმული ხარო... ჰო, მოკლედ, ტიციანი იყო ნამდვილად, და მაშინვე მივხვდი, რომ დროში ვიმოგზაურე და ცისფერყანწელების ეპოქაში დავბრუნდი... ალბათ ელოდები ხო, რომ ნაწარმოების ბოლოს გავუმხელ ვინმეს რომ მომავლიდან ვარ? არა, მე ვერ ვიქნები ასე ბანალური ლირიკული პერსონაჟი, ამიტო მალევე ვეტყი ამ ვაჟბატონს ვინც ვარ და საიდანაც ვარ, მაგრამ მანამდე ცოტას გავეხუმრები. _ დიახ, გეძებდით ტიციან, მე თქვენი მუზა ვარ... აუ არა, ისეთი თვალებით მიყურებს, უეჭველია, აგენტი ვგონივარ, მეცინება, მე და კაგებეს აგენტი? მაგრამ უმტკიცე ახლა ამას... _ მისმინე ტიციან... _ დავუსერიოზულე მალევე _ ტყუილად გეშინია ჩემი, იქედან არ ვარ საიდანაც გგონივარ... _ დამიმტკიცე _ მეუბნება ის... ჰო, კარგი, მესმის რომ ფრთხილობს... _ მეოცნებე ნიამორებზეც ვიცი, გიორგი სააკაძეს რომ აძებნინებ იდიოტებს ქუჩა-ქუჩა, ისიც ვიცი, და ისიც კი, წისქვილში, მალარმეს პრეზენტაცია რომ გამართეთ. _ საიდაც იცი ეს ყველაფერი? _ ამან უფრო დააფრთხო პოეტი. _ პირდაპირ გეტყვი, აქაური ფული არ მაქვს, თუ სადმე წამიყვან და მაჭმევ, ყველაფერს მოგიყვები. სხვა რა გზა ჰქონდა, წამიყვანა... საად? ახლა რაშია საქმე... მინდა-არ მინდა, ცოტა არასერიოზულად ვუდგები ამ ნაწერს, სერიოზულად რომ ვუდგებოდე, უფრო სწორად, მართლა ჩემი სიუჟეტი რომ იყოს და არა წმინდა ვუდის, მოვძებნიდი ინტერნეტში მაშინდელი ქუთაისის სალობიეს, ან რამე მსგავსს, მაგრამ არ გვინდა რა... მეზარება... ხოდა წარმოვიდგინოთ რომ მაშინდელ ქუთაისში, ახლა სადაც ბიკენტიას საქაბაბეა, იყო სალობიე, ან დუქანი... ხო, დუქანი იყოს, ხოდა ამ დუქანში წამიყვანა ტიციანმა, საჭმელად და სასაუბროდ... _ შეიძლება არც დამიჯერო, _ დავიწყე მე _ მაგრამ მე, მომავლიდან ვარ, ამ ეპოქაში შემთხვევით აღმოვჩნდი, შესაბამისად, ყველაფერი ვიცი რაც ისტორიამ თქვენზე შემოინახა... დამიჯერა... პოლიტიკაზე მეკითხებოდა, საკუთარ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სიკვდილზე... არაფერიც არ ვუთხარი... რატომ უნდა მეთქვა? ბოროტი კიარ ვარ... როცა მიხვდა რომ თავის თავზე ინფორმაციას ვერ დამტყუებდა, ჩემზე დამისვა კითხვები. _ პოეტიც ვარ კი... _ ვუპასუხე მე _ რაღაც გაგებით, მაგრამ უფრო პროზაიკოსი მეთქმის, მაგრამ დრო და დრო ლექსებსაც ვწერ. _ წამიკითხავ? _ მითხრა მან. _ ვერა ტიციან, ვერ წაგიკითხავ, მომავლის პოეზიამ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს. _ ჩვენს ნაწერებთან შედარებით ბევრად განვითარებულია? _ რა თქმა უნდა ტიციან. ჩვენს მერეც უფრო განავითარებენ, ისევე როგორც თქვენ განავითარეთ წარსული. _ რა განვავითარეთ _ გაეღიმა მას. _ შენ ფიქრობ რომ ჩვენ რუსთაველი განვავითარეთ? _ ვიინ? _ წამოვიწყე დამპლური თამაში უცებ. _ რუსთაველი... შოთა... დავიჯერო მომავალში არ იცით მასზე? _ წარმოდგენა არ მაქვს ვისზე მეუბნები _ ვუპასუხე ისე, რომ მთელი სამსახიობო ოსტატობა გამოვავლინე უცებ. _ რას ამბობ _ გაგიჟდა ტიციანი _ ვეფხისტყაოსნის შესახებ არაფერი გსმენია? _ უი უი... როროგ არა, მაგრამ... ვაი... თქვენ არ იცით ხო? _ რა არ ვიცით? _ მოკლედ, ვეფხის ტყაოსნის ავტორის სახელი და გვარი ჩვენთვის ცნობილია, თქვენ კიდე როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ ფსევდონიმით იცნობთ. _ რა საინტერესოა, და მეტყვი რა ქვია? _ ირაკლი ღარიბაშვილი. _ ესეიგი, შოთა რუსთაველის ნამდვილი სახელი და გვარი ირაკლი ღარიბაშვილია? _ ჰო, ეგრეა, ეგრე... აღფრთოვანებას ვერ მალავდა ტიციანი ამ ფრიად მისტიური ინფორმაციის გამო. მე კიდე, ლობიოს გემომ აღმაფრთოვანა... რა არის მართლა და მართლა, ჩემს დროში რა ჯანდაბას უშვებიან ნათესებს, ამდენად განსხვავებული გემო რომ აქვს...
to be continued...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ახლა რაშია საქმე... მინდა-არ მინდა, ცოტა არასერიოზულად ვუდგები ამ ნაწერს,
ეს არის ფრაზა ამავე ნაბოდიალებიდან, ასე რომ არც მწყინს და არც მიკვირს უარყოფითი შეფასება, უბრალოდ შუაღამე პარიზშის შეძლებისდაგვარად სახალისო ვერსიაა.
ვინც იხალისებს - იხალისებს, ვინც ვერა და, მეც ვამბობ აქვე, რომ არაფერია აქ ისეთი :) ახლა რაშია საქმე... მინდა-არ მინდა, ცოტა არასერიოზულად ვუდგები ამ ნაწერს,
ეს არის ფრაზა ამავე ნაბოდიალებიდან, ასე რომ არც მწყინს და არც მიკვირს უარყოფითი შეფასება, უბრალოდ შუაღამე პარიზშის შეძლებისდაგვარად სახალისო ვერსიაა.
ვინც იხალისებს - იხალისებს, ვინც ვერა და, მეც ვამბობ აქვე, რომ არაფერია აქ ისეთი :)
5. ძალიან არ მომეწონა,, შინაარს და სხვა განსხვავებულ აზრს რომ თავი დავანებოთ საიდან მოიტანე ეს სიტყვათა მარაგი, ან თავად შენ მოგწონს? (დებილო, პარაოზს, დამპალი, იდიოტური,სირობათქო, დაპლური თამაში, ან დებილური შარვალკოსტუმი რომელია? ეგება ამიხსნა). მე მჯერა თქვენი ზოგადად მდიდარი ლექსიკის, მაგრამ მე მომწონს ესთეთიკური პოეზია და პროზაც. მოვლილი ქალი მირჩევნია, ლამაზ და მოუვლელ ქალს.
ძალიან არ მომეწონა,, შინაარს და სხვა განსხვავებულ აზრს რომ თავი დავანებოთ საიდან მოიტანე ეს სიტყვათა მარაგი, ან თავად შენ მოგწონს? (დებილო, პარაოზს, დამპალი, იდიოტური,სირობათქო, დაპლური თამაში, ან დებილური შარვალკოსტუმი რომელია? ეგება ამიხსნა). მე მჯერა თქვენი ზოგადად მდიდარი ლექსიკის, მაგრამ მე მომწონს ესთეთიკური პოეზია და პროზაც. მოვლილი ქალი მირჩევნია, ლამაზ და მოუვლელ ქალს.
3. ადეკვატურ კომენტარს ვგულისხმობ, ნაწარმოებს რომ ეხება.
"ირაკლი ღარიბაშვილმა" მომცელა. დილის ექვსზე რომ წაიკითხავ ამას :))) იმდენი ვიცინე, გავაღვიძე ოჯახი :)))) ადეკვატურ კომენტარს ვგულისხმობ, ნაწარმოებს რომ ეხება.
"ირაკლი ღარიბაშვილმა" მომცელა. დილის ექვსზე რომ წაიკითხავ ამას :))) იმდენი ვიცინე, გავაღვიძე ოჯახი :))))
2. აბა ეს რაარი? :D
აბა ეს რაარი? :D
1. :))))) კომენტარი ვერ დავწერე :))) :))))) კომენტარი ვერ დავწერე :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|