ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2023


  ჩამოტვირთვა

* * *

თავად არ ვიცი, რად მეტირება,
რა ვუყო სიტყვებს ყელში გაჭედილს,
კვლავ მრისხანების მივდევ დინებას,
ჩემთან არ ხარ, რომ მითხრა "გაჩერდი."

არ უწერია ქარს დამშვიდება,
ჩამსაფრებია ღამე, ვით მხეცი,
სიკვდილის აღარ შემეშინდება,
ჯოჯოხეთურად გულმკერდი მეწვის.

ამაოდ ვეძებ მიწაზე გამგებს,
რად გიკვირს ხორცი, რომ მემძიმება,
ყველა ცოდვაზე ნი პასუხს ვაგებ,
არ მოვესწრები შენში ცვლილებას.

არაფერს ვნანობ, დე, იყოს ასე,
ბოღმისგან იქნებ იმან დამიხსნას,
სულო, ჩემს ყოფას სინათლით ავსებ,
როგორ არ უნდა იყივლოს სისხლმა,

უშენობა რომ დამაყრის მარილს,
არ მინდა, გდიონ ძაღლის ლეკვებმა,
სულ მარტოდმარტო დარჩება ქარი,
ყვავილი თუ სხვას გაეცეკვება.

ჰო, ცრემლი მახრჩობს ფხიზელს სრულებით
და ლექსს ვაწამებ დაუფარავად,
არ მეშინია ნი დასრულების,
მე აქაური მაინც არა ვარ.

რადგან ვიგემე მოკვდავთა გესლი,
ადგილს ვერ ნახავ ჩემს გულში უვნებს,
რა მოხდა, თუკი ჩემი არ გესმის,
მე შენ არასდროს არ გაგამტყუნებ.

მივარღვევ ღამეს, როგორც ბრმა ტყვია,
ადევნებული პოეტურ ვნებებს,
"გული გაუსკდა", ჩემზე იტყვიან,
"გული ჰქონია", გაიკვირვებენ...

დანტე დარდიანი      23/01/2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს