ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2023


გზას გ ა ვ ყ ვ ე ბ ი ისე ჩუმად

გზას გ ა ვ ყნვ ე ბ ი ისე ჩუმად
ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი

გზას ისევ ჩუმად გავყვები მაინც, რა უჭირს თუკი ვერავინ მიცნობს,
მე ამ ქუჩაზე ჩავივლი ისე,  თითქოს ნიავმა გადაიარა,
გზაში თუგინდაცვერავინ მიცნოს, ამით არავის დავემდურები,
გზას გავაგრძელებ მე ჩემს სავალზე, ბალახი წვიმით მიმზერს ცვრიანად,
მე სხვა მისიით მოველ და ვიცი, სიკეთე არის, კარგი, გვიანაც, 
მე ჩემი ჯვარი უნდა ვატარო, გულწრფელად, სითბოთ, ცივად კი არა,
თოვლიან მინდორს გადავიხატავ სულის უთეთრეს ფაქიზ ტილოზე,
ცოტახანს მაიც ჩემთვის ვიცხოვრებ, მარტივად, არსად მქონდეს იარა,
მე სიცოცხლეზე შეყვარებული, სიყვარულს მზეზე გავუთბობ ხელებს
და არასოდეს, ჩვენს ნაცნობობას, არსად უარვყოფ, მენდე მთლიანად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები