მზე გიმზერდა შინდის რტოდან მშვიდად, შესეოდა ცას ფრინველთა გუნდი... თიხას ზელდა..ხატად თვისად გქმნიდა... ტაძრად სულის უწმინდესის სურდი; რად არ მღერდა გული შენი უფლის, შემოქმედის სადიდებელ ჰანგთა? სამოთხის გზას ერთი წვეთი კუპრი ცოდვის ცეცხლის ნაპერწკალით სწვავდა.