| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2023 |
შემოდგომა იყოო, მიყვებოდი, აქვე ახლოს, ნარიყალას ბაღის მიმდებარედო, ამბობდი, ნელა ყვებოდი, ნაწყვეტ–ნაწყვეტ, სვენებ–სვენებით, მეგონა თითქოს იგონებდი დეტალურად იმ დროსა და სივრცეს, წარსულში დააბიჯებდი და იქ რაღაცას ისევ ეძებდი... ხან კი, შორს მიაბჯენდი მზერას უსასრულობას და წარმართივით გაუგებრად ჩურჩულებდი, იჯექი, როგორც გაშეშებული, ნიავი შემოირბენდა წამიერად, დაბლა დაცვენილ მწიფე ფოთლებს ააშრიალებდა, ცოტას შენსკენ გამოიყოლებდა, მცირედად მოგიახლოვებდა, შეჩერდებოდა და მათაც შეაჩერებდა, გვიანი იყო შემოდგომა, მაშინაც... გაყვითლებული ფოთლები უიმედოდ შრიალით სადღაც მიჰქონდა ქარს, ნარიყალას ბაღის გრძელ კიბეზე მოვყვებოდი საფეხურებს ფეხაკრეფით, თითქოს მყუდროების დარღვევა არ მინდოდა შემოდგომის მწიფე ფოთოლცვენისათვის, ჩვენი საერთო ნაცნობი ბაღიდან ამოდიოდა, ნაწვიმარ ს ჰგავდა მისი სახე, შემაჟრიალა, ხმა არ გაუცია, შორიდან მანიშნა უკან დავბუნებულიყავი.. მერე ციდანაც ჭექა–ქუხილის ხმამ გააყრუა იქაურობა, ყველაფერი ცხადი გახდა, არაფერი გითქვამს, უცებ გაუჩინარდი.. . წვიმდა და წვიმდა გაუჩერებლად, და მეც წვიმასთან ერთად ვტიროდი, წყალი მიდიოდა მდინარესავით ცემს სხეულსა და ტანზე, მერე სირენების ხმაც იყო გამაყრუებლად და შემზარავად.... იდგა შემოდგომის ფოთოლცვენა, სველი სახითა და ტანით... და მაინც ცვიოდა ხეებიდან ფერშეცვლილი ფოთლები, როგორც ახლა, თუმცა აააარა, არა ის სულ სხვა ფოთოლცვენა იყო, ტკივილიანი და წვიმიანი, წვეთების ხმა არ ისმოდა... არაფერი არ ისმოდა... ამ ბაღს შენი სევდიანი სახე სამუდმოდ შერჩა შემოდგომასავით, ფოთოლცვენასავით.. მე ჩავიმუხლე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უდიდესი მადლობა მუხა, მეუდაბნოე, მე მიხარია რომ არსებობთ და იდღეგრძელეთ, და იმზეგრძელეთ, და იყავით ბედნიერნი
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი უდიდესი მადლობა მუხა, მეუდაბნოე, მე მიხარია რომ არსებობთ და იდღეგრძელეთ, და იმზეგრძელეთ, და იყავით ბედნიერნი
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი
1. დიდებულად შესრულებული , ლაკონიურად გადმოცემული ტრაგედია. დიდებულად შესრულებული , ლაკონიურად გადმოცემული ტრაგედია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|