ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2023


გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ვ ი თ

ღვინობისთვეა, დასაღვინებლად აჩურჩულდა ვაზის ნაჟური,
ცხარობს ქვევრებში ვერ ისვენებს მაჭარი ისევ,
ქარები მინდვრებს მოსდებიან კახელთა ნართვლევს
რაღა გაუწყო ბობოქრობს და გულს სევდით ივსებს,

ქარვისფერ ფოთლებს დასტყობია სიბერის ხანა
ბურნითისფერი ბალახიდან მიმზერს ცვარ–ნამი,
მენდე იცოდე შემოდგომას ზამთარი მოსდევს
ვით გაზაფხული მოდის სულში გამონაცადი,

თუ ზამთარივით ყინვიანი მზერით გამოჩნდე,
მაინც არასდროს სუსხს ზამთრისას აღარ შეგადრი,
ღვინობისთვისას თუკი მოხვალ  თუკი განიცდი,
დაგელოდები დასაკარგი დრო სადღა არი ,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები