ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2023


წ ვ ი მ დ ა

წვიმდა მთელი დღე, წვიმს შენაჩვევ თავგამეტებით, 
არაფრისმთქმელი სიჩუმე დგას ამ ჩემს ქუჩაზე,
ნეტავ მეც რამ კარგს მოველოდე აქ ამ წუთებში,
როცა მირაჟებს წარმოსახვითს ბოლო არ უჩანს,

რა გითხრა როცა თავად შენაც არაფერს ამბობ,
აქ უხმო ხმაზე უარესი არაფერია,
ისეა როგორც სამყაროზე დღე იყოს მაგრამ,
მას არცერთ მხრიდან მზის სხივები არ აფენია,

გაუსაძლისი, მოსაწყენი სიცივე დადის,
არც ბეღურები ჟღურტულებენ რადგან აცივდა,
როგორ შვენოდა მთის ფერდობებს იელთა კრთომა,
იელებს თვალზე ხიბლი უჩნდა მსგავსი მაცილთა,

წვიმს აქ ისევე როგორც გუშინ გადაუღებლად,
როგორც აქ მარტი და აპრილი რომ  შეუღლდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები