| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2024 |
უფრო უ ს ა შ ვ ე ლ ო ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი
იცი? მომენატრე, როგორც ნააპრილევს, მდელო მოყვავილე, უფრო უსაშველოდ, ნეტავ ჩემში გაჩნდე რომ გაითავისო, დღემდე ეს სამყარო ჩემით დანახული, როგორ მომენატრა შენთან დიალოგი, როგორ გამიჭირდა შენი მონატრება, წაველ, მივაშურე ტაძრებს უხმაუროს, თხივნით, შერჩენილით გულში დაფარულით, გული ისევ გულობს, ფეთქავს აპრილივით, ხოდა, ვერ შემცვალეს დიდმა მონასტრებმაც,
შენი წაკითხული ლექსი მახსენდება გრძნობით ავსებული, რიდით თანამდევით, ახლა რაღას შვრები ლექსებს ვის უკითხავ, ახლა ვინაღა გყავს სულის მოსაყდრენი, როგორ დახვალ სწორად გრძნობის დანაკარგით, ანდა რას გამცნობენ ზამთრის თეთრი ტბები, ნეტავ კიდევ სადმე თუკი შემოვხვდებით, ძველი სითბოთი და სულის ხავერდებით, რარიგ ჩამრჩი გულში, აღარ მემეტები, შენი მიგონილი ლექსით ისევ ვტკბები,
ნეტავ, თუკი ერთურთს კიდევშემოვხვდებით, სული თუ გაუძლებს სული არმომთმენი, რატომ შეერიე ნისლებს შთაგონების, რატომ დათმე ასე ამ მზის ნარინჯები, თქვი,რომ მე გიყვარდი იმგვარ განსხვავებით, დათქვი დაბრუნება დროის განაცდენის, მაგრამ შესაფერი დრო ჯერ არ გამოჩნდა, დღემდე აქ არსებულ დროის მონაკვეთში, რადგან ყველაფერის, ბედის დანაწერის, ყველა პირობაა, აქ მის არაცდენის,
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნექტარი მე კი, თქვენმა პოეზიამ სიტკბოთი დამათრო. ნექტარი მე კი, თქვენმა პოეზიამ სიტკბოთი დამათრო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|