ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2024


ქაფარა!

მესამე თვე მიდის -
მაკონდო ამინდია,
თოკები აღარ მყოფნის
გადავკიდო!
ავოკადოს კურკაც კი გაიბზარა,
მომწვანო ენა გადმომიგდო.

აბა ხახვს რაღა უნდა  მოსთხოვო,
ისედაც უმიზეზოდ იღერება.

აი, ეგეთი დღეებია,
აი, ეგეთი ამბებია,
მარტოობის მეასე წელიწადს!
-ქოთნებში გულწასული ბალბებია,
-ძილში გაპარული მელისა.

ყველა სახსარი დამიობდა,
მე სად შემიძლია მაგათი მიშველება!
წყალმა ყველაფერი გადაფარა!
ქაფარა!
შეჭამონ წითელმა ჭინჭველებმა!


19.02.2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები