ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2024


ყოფა და ვაი დღიური

მეტი სამარხი?მეტი არის ცოდვა ხილული,
და სახილავი ჩვენი სახე არცა შორია,
განგება მშვიდად?არეულა ხნედ გაკიდული,
შიში განგების?დამარცვლული, ხიზნის გორია,
ნამქერი ჩუმი,არამეულს წყება მიქადის,
უწყება მშვიდად, დადგმულია საყდარს ეკალი,
წალკოტის ერმა ჩააღწია თურმე სიქამდის,
საწყისი ჩვენი დასაწყისად თურმე ვერ არის,
ესოდენ ჩუმი ,უსაფუძვლო, არად დარჩება
და სამკაული მოსართავად როა ნაყიდი,
მტერს მიაქვს მისთვის,ნამსხვრევებად რომ შეაკვდება,
მტრისთვის თუ სახედ ,მაშინ იმათ გროშად გაყიდი,
მარტო ხარ თითქმის,ნაყოფია, ეზოს მოედო,
საშველი დუმილს, სიშორეა, ფიქრის დაისი,
საფუძველს მისას,როს მარშალის ჩუმი ეს ეზო,
საცნობი იყო გიგანტია და შენ არ იცი,
გპატიობ ისევ ,მაგრამ არცა იყო საქებრად,
არცა მარტივი გასაგები ჩემი სუდარა,
ასეა ჩემი ყოფიერი ჩუმი განგება,
ასეა დამდევს სიტყვიერი როა მუდარა,
მე მწამდა ვისი?და საცნობი იყო მერმისი?
მე მრწამსი ვისი?და საცნობად დაიარები,
არ ქუხდა ზეცა?თუ მაგდენიც ან თუ არ იცი,
არ მსურს მე წამლად შენზე დაღი,ნაიარევი,
ვიწყებ და კვლავაც,საწყისია კეთილი ზრახვა,
მე არ მსურს ღამე,დაღამებულს ვერ ვარ საცნობი,
არ მინდა შენი მაგ სიტყვების შემდეგ რომ ნახვა,
ასეა მე ვარ შუაღამეში თურმე ნაცნობი.
იწამე გული და სიყვარულს ნუ აძლევ ვნებას,
იცოდე სიტყვა და შუღლია ჩუმად რომ გლესავს,
აცადე საცდელს თუ დააცდი ოქროა,გებას,
გავხარ უსახოს,გამოუცდელს და ცოტაც ქლესას.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები